და ისევ არჩევნებია: საქართველოში პარლამენტის დეპუტატს აირჩევენ

© Sputnik / Alex Shlamovარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ გიორგი მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

კვირას მთაწმინდელებს მოუწევთ მისვლა საარჩევნო უბნებზე, რათა მეორე ტურში აირჩიონ დეპუტატი თავისი ოლქიდან.

ექიმი თუ ადვოკატი – ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი >>

მთაწმინდელებს დეპუტატი 2018 წლის დეკემბრიდან არ ჰყავთ. მათ მიერ 2016 წლის ოქტომბერში არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას" განახლების მეორე ტალღა ელოდება

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე.

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მსგავსი რამ შეუძლებლად მოგვეჩვენებოდა. ლადო კახაძე პაატა ბურჭულაძის თანამოაზრე იყო და მისი ოპოზიციური პარტიიდან კენჭსაც კი იყრიდა.

პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საერთოდ არ არსებობდა და მისი ლიდერები ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იბრძოდნენ, ხოლო შალვა შავგულიძე მათი აქტიური მოწინააღმდეგე იყო. შავგულიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე იყო. პარტია, რომელსაც ის ახლა ხელმძღვანელობს, მმართველი კოალიციის ნაწილი იყო, ხოლო მისი ლიდერები - მთავრობის წევრები.

პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე მშვიდ გარემოში გაიმართება >>

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მთაწმინდელებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება - ვის უნდა ანდონ მათი ინტერესების წარმოდგენა საკანონმდებლო ორგანოში. მათზეა დამოკიდებული, „ქართული ოცნება“ გაამყარებს თავიანთ პოზიციებს წლის დასაწყისში პარტიიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის შემდეგ, თუ ოპოზიციას პარლამენტში კიდევ ერთი ხმა შეემატება.

ეს არჩევნები იმითაც არის საინტერესო, რომ მთაწმინდაზე ხმის მიცემის უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ გიორგი მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ და „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელ ირაკლი ალასანიას, ასევე პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს.

არჩევანის გაკეთება 43,9 ათასზე მეტ ამომრჩეველს შეუძლია.

არჩევნებს 31 უბანზე დააკვირდება 52 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 5,2 ათასი დამკვირვებელი და 53 - შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. აკრედიტაცია 45 მედიასაშუალების 1,9 ათასმა ჟურნალისტმა მოიპოვა.

არჩევნების პროცესს ასევე დააკვირდება იმ პარტიების 123 წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნებში.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა

თითოეულ საარჩევნო უბანზე საშუალოდ მოდის 167 ადგილობრივი და ორი საერთაშორისო დამკვირვებელი, 61 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი, ასევე პარტიის 4 წარმომადგენელი.

არჩევნები შემდგარი იქნება ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

პირველ ტურში ლიდერობდა მმართველი პარტიის კანდიდატი ლადო კახაძე. მან ხმების 41,01% მოიპოვა და ახლა დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში.

„მე დეტალურად ვიცი ჩემი მთაწმინდელების საჭიროება და გამარჯვებისთანავე დავიწყებ მუშაობას, რომ არსებული საკითხები მოკლე დროში გადავჭრათ. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მთაწმინდელს, თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს და მარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ცოტა დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ჭიჭინაძე ბესელიას კვალდაკვალ - „ოცნების“ ყოფილმა წევრებმა „ფესვების გადგმა“ გადაწყვიტეს >>

ხოლო შავგულიძე, რომელმაც 36,84%-ით მეორე ადგილი დაიკავა, მიიჩნევს, რომ სწორედ ის გახდება ის ადამიანი, რომელიც დაასრულებს მმართველი პარტიის ტრიუმფალურ გამარჯვებებს არჩევნებზე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მთაწმინდიდან დავიწყოთ ამ ხელისუფლების ცვლილება და დავიწყოთ ეს არჩევნების გზით“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ვინ მოიგებს, ამას მოსახლეობა ძალიან მალე გაიგებს. არჩევნების წინასწარი შედეგები მაქსიმუმ ორშაბათ ღამით გახდება ცნობილი. გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0