„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჯონ ფაულზის გამონათქვამებს.
ჯონ ფაულზი - (John Robert Fowles, 1926-2005) ინგლისელი მწერალი-ინტელექტუალი, რომანისტი, ესეისტი. მეოცე საუკუნის ლიტერატურული პოსტმოდერნიზმის წარმომადგენელი. ბრძენი მარტოხელა, განდეგილი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ზღვის პირას, საკუთარ სახლში გაატარა.
ამის საშუალება მას პირველივე გამოქვეყნებულმა რომანმა „კოლექციონერი" მისცა - ნაწარმოებმა მწერალს დიდი წარმატება და შემოსავალი მოუტანა.
პფაულზი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი ძირითადი ნაწარმოებები მსოფლიოშია აღიარებული. მათ მიხედვით გადაღებულია ფილმები.
ფაულზი ავტორი რომანებისა და ნოველებისა: „კოლექციონერი", „გრძნეული", „ფრანგი ლეიტენანტის ქალი", „ეკალმუხის კოშკი", „დენიელ მარტინი", „მანტისა", „მატლი". ეკრანიზებულია მისი ნაწარმოებები: „კოლექციონერი", „გრძნეული", „ფრანგი ლეიტენანტის ქალი", „შავი ხის კოშკი".