22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან"

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliანი ციციშვილი
ანი ციციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა, რომელის შესახებაც ახლა წაიკითხავთ, განსაკუთრებული, საინტერესო ბუნებით გამოირჩევა. მისი შინაგანი სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, გულგრილს არავის ტოვებს.

ანი ციციშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია. აქვს საკუთარი ორანჟერეა, უყვარს ცხოველები, ფრინველები, იტაცებს ხატვა, მუსიკა, დაინტერესებულია ბონსაის ხელოვნებით. უჭირს ეს ყველაფერი სწავლას შეუთავსოს, თუმცა იმდენად უყვარს და იზიდავს თითოეული, დროის გამონახვას მაინც ახერხებს.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliანი ციციშვილი
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ანი ციციშვილი

- ანი ჩვენს მკითხველს გაეცანით...

- ვარ აგრარული უნივერსიტეტის, ინტეგრირებული სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. დამატებით გავდივარ მცენარეთა ბიოლოგიის საგნებს, რადგან ეს სფერო ძალიან მაინტერესებს და მომავალშიც ამ მიმართულებით ვფიქრობ საქმის გაგრძელებას. მაქვს ბევრი ჰობი და ამის გამო ყველაფრისთვის დროის გადანაწილება  ცოტათი მიჭირს.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliორანჟერეა
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ორანჟერეა

- საკმაოდ მრავალფეროვანია თქვენი ინტერესთა სფერო, შემოქმედება. თქვენი გატაცებების შესახებ გვესაუბრეთ...

- როგორც უკვე აღვნიშნე მაქვს  ბევრი ჰობი, მიყვარს ხატვა, ვხატავ ყველაფრით მათ შორის  ნახშირით, ზეთით, აკრილით, ბაქტერიებითაც კი.  ოთხი  წელია მაქვს საკუთარი ორანჟერეა, სადაც 150-მდე სახეობის საკოლექციო, ტროპიკული ტენიანი ტყის კლიმატის  მცენარეებია თავმოყრილი. ხუთი წლის წინ დავიწყე იაპონური ხელოვნების - ბონსაის შესწავლა, რაც გულისხმობს მინიატურული  ხეების გამოყვანას, რომლებიც ფორმებით გვანან ჩვეულებრივ დიდ ხეებს, თუმცა ზომაში პატარები არიან.  მომწონს ასევე თელვა ფერადი მატყლისგან და სხვადასხვა ფიგურების და სათამაშოების შექმნა. ბავშვობიდან ვუკრავ ფორტეპიანოზე და მუსიკაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სფეროა. თუმცა ჩემი გატაცებებიდან განსაკუთრებით მაინც მცენარეები და ხატვა მიყვარს.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliორანჟერეა
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ორანჟერეა

- რამდენი წელია რაც ორანჟერეა გაქვთ? როგორ დაიწყო ყველაფერი?

- ხუთი წელია რაც ორანჟერეა მაქვს. თავიდან ვიყავი გატაცებული გვიმრებით, რომელთა  10 500 - ზე მეტი სახეობა არსებობს. ჩემს კოლექციაში კი მხოლოდ 30-მდე სახეობაა. როდესაც გვიმრების შეგროვება დავიწყე, მათ სხვა მცენარეებიც მივამატე. ასე დაგროვდა სახლში 150-ზე მეტი ქოთანი, რომელთა მოვლაც სახლის პირობებში ბუნებრივია რთული იყო, თან ტენიანი კლიმატის მცენარეები, რომლებსაც მაღალი 70% ზე მეტი ტენიანობა სჭირდებათ, ოთახში თავს არც ისე კარგად გრძნობენ. ამიტომ გადავწყვიტეთ პატარა ორანჟერეის გაკეთება.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliორანჟერეა
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ორანჟერეა

- ვისი თანადგომით და დახმარებით მოაწყვეთ ორანჟერეა და დღემდე ვინ გეხმარებათ?

- ორანჟერეის აშენებაში  მამა მეხმარებოდა. მისი დამზადებულია ორანჟერეის აუზი და მინი ჩანჩქერი, რომელიც სათბურში ტენიანობას არეგულირებს.  როცა მე არ ვიმყოფები ადგილზე, მცენარეების მოვლაში ბებია მეხმარება.  საქმის კეთება მაშინაა რთული, როცა არ უნდა ადამიანს, არ სიამოვნებს ამის კეთება. ჩემი აზრით, როცა შენი საქმე გიყვარს, ის რაც  უფრო რთულია, მით უფრო საინტერესო და სახალისოა.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliანი ციციშვილის ნამუშევარი
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ანი ციციშვილის ნამუშევარი

- დღეს რა ეტაპზეა თქვენი ორანჟერია, რამდენი სახეობის მცენარე, ყვავილი, ბონსაი ცხოვრობს? 

- ამ ეტაპზე ორანჟერეაში 150-მდე სახეობის მცენარეა. ბონსაი როგორც აღვნიშნე ხეა და ამიტომ ისინი ეზოში არიან. მათ ისევე სჭირდებათ ამინდის ცვლილება, სიცივე და სეზონურობა, როგორც ჩვეულებრივ ხეებს. ბონსაი არაა რაიმე ჯიში. მისი გამოყვანა ჩვეულებრივი ხის ნერგისგან შეიძლება. უბრალოდ ეს დროში გაწელილი პროცესია, ამიტომ ხუთი წლის მუშაობის შემდეგ,  თითქმის არც ერთი დასრულებული ბონსაი არ მაქვს. ამისთვის ჯერ საკმაოდ ადრეა.  მინიმუმ 10 წელია საჭირო, რომ  რაღაც შედეგი მოგცეს. სწორედ ამიტომ, ამ ხელოვნებას  ბევრი მიმდევარი არ ყავს.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliმცენარეები
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
მცენარეები

 - როგორც ვიცი შინაური ცხოველები და ფრინველებიც გყავთ...

- კი, ცხოველები ძალიან მიყვარს, თუთიყუშები, ძაღლები, კატები მყავს. თევზები დროებით აღარ მყავს, თუმცა აკვარიუმს აუცილებლად აღვადგენ უახლოეს მომავალში. ასევე მყავს ქამელეონი, რომელიც საკმაოდ საინტერესო რეპტილიაა.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliანი ციციშვილის ქამელეონი
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ანი ციციშვილის ქამელეონი

- ბაქტერიებით ხატვით როდის და რატომ დაინტერესდით?

- ბაქტერიებით ხატვა 2016 წელს დავიწყე, როდესაც პირველ კურსზე ვიყავი. უბრალოდ წითელი ფერის ძალიან ლამაზი მიკრობების კოლონია ვნახე და როცა გავეცანი მათი  გათესვის მეთოდებს დავინტერესდი, შეიძლებოდა თუ არა ხატვა ამ მიკრობებით. პირველივე ცდა წარმატებული გამოდგა.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliანი ციციშვილის ნამუშევარი
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ანი ციციშვილის ნამუშევარი

- როგორ ხდება ბაქტერიებით ხატვა, რამდენად რთული და შრომატევადია?

- ბაქტერიებით ხატვა ხდება პეტრის ფინჯანზე, რომელიც დაახლოებით 15 სმ არის დიამეტრით. მასზე ჩამოსხმულია მიკრობების საკვები ნიადაგი. რომ წარმოვიდგინოთ ეს არის ჟელატინისებრი ღია ფერის მასა. როდესაც მასზე მიკრობი ხვდება, ის იწყებს სწრაფ გამრავლებას და წარმოქმნის კოლონიებს. სხვადასხვა მიკრობი არის სხვადასხვა ფერის. ამიტომ მე ცალცალკე მაქვს გამოყოფილი მიკრობები. მაგალითად, თეთრი, წითელი, ყვითელი. როცა ხატვას ვიწყებ, საკვებ ნიადაგზე, საჭირო ადგილას ვათავსებ საჭირო ფერის მიკრობებს. თავიდან არაფერი არ ჩანს, მაგრამ როცა მიკრობები ამ საკვებ ნიადაგზე მრავლდებიან, ჩნდება გამოსახულება და ფერი. რთული იმ მხრივაა, რომ არც ისე სასიამოვნო სუნი აქვთ და ზრდის მიხედვით სხვადასხვა მიკრობი სხვადასხვა ტემპერატურასა და დროში იზრდება. ამიტომ საჭიროა სწორად დროის გათვლა, რომ ერთი მიკრობი ზედმეტად არ გადაიზარდოს. მათ შეუძლიათ ასევე ფერის შეცვლა.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliანი ციციშვილის ნამუშევარი
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ანი ციციშვილის ნამუშევარი

- თუ გაქვთ ინფორმაცია, საქართველოში სხვაც მუშაობს ამ მიმართულებით?

- სამწუხაროდ, არ მაქვს ამაზე ინფორმაცი. არ ვიცი ვინმე ხატავს თუ არა ბაქტერიებით.

© photo: courtesy of Ani Tsitsishviliანი ციციშვილის ნამუშევარი
22 წლის ქართველი გოგონას ეგზოტიკური ჰობი და ნახატები, რომლებიც ფინჯანზე „იზრდებიან - Sputnik საქართველო
ანი ციციშვილის ნამუშევარი

- სწავლას როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს? რთული არ არის?

- კი, გარკვეულწილად რთულია. ჰობის ძირითადად დასვენების დღეებს, უნივერსიტეტის შემდგომ დროს და არდადეგებს ვუთმობ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმები ზუსტად განსაზღვრული ჯერ არ მაქვს. ძალიან მინდა მცენარეთა ბიოლოგიის სფეროს გავყვე. ხატვა ბოლომდე დარჩება, როგორც ჰობი. ასევე ცხოველები, ბონსაი, რომელიც ძალიან ბევრ ყურადღებას არ მოითხოვს, უბრალოდ ნებისყოფა სჭირდება. მასზე 10 -30 -50 წელი უნდა იმუშაო და შედეგს მხოლოდ მერე ნახავ, თუმცა ეს შედეგი არის გასაოცარი და განუმეორებელი. ეს სფეროც მაინტერესებს, ალბათ ამას გავყვებოდი საქართველოში რაიმე სკოლა ან სერიოზული სასწავლო დაწესებულება რომ არსებობდეს. არის უკრაინაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, იაპონია და ჩინეთი, ხომ სამშობლოა ბონსაის კულტურის. ჩვენთან ჯერ არ არის და იმედია ოდესმე იქნება .

 

 

ყველა ახალი ამბავი
0