„ნულიდან": თბილისში ვახო ბუღაძის ექსპერიმენტული ნახატები გამოიფინება

© photo: Vakho Bugadze / FBვახო ბუღაძე
ვახო ბუღაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერმწერის ტილოების ახალი სერია ბევრ რამეში ინტუიციასა და „მოულოდნელობებს" ეყრდნობა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ვახო ბუღაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ნული" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამშაბათს, 4 ივნისს იხსნება.

ვახო ბუღაძე თბილისელი ფერმწერი და მოქანდაკეა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. მისი ნამუშევრების გამოფენები აქტიურად ეწყობა საქართველოსა და ევროპაში.

რთული პერიოდის მხატვრები: თბილისში გამოფენა იწყება>>

ამჟამად ბუღაძე ძირითადად აბსტრაქციის ფორმატში მუშაობს. მხატვრის ძირითადი მოტივებია ადამიანები და სახლები, რაც ქალაქური პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია.

© photo: courtesy of GeorgeDelonვახო ბუღაძის ნამუშევრები
„ნულიდან: თბილისში ვახო ბუღაძის ექსპერიმენტული ნახატები გამოიფინება - Sputnik საქართველო
ვახო ბუღაძის ნამუშევრები

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ოსტატის ახალ ნამუშევრებს, რომლებიც მან 2017 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით შექმნა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

როგორც მხატვარი აღნიშნავს, ტილოების ამ სერიას ის ქმნიდა ინტუიციურად, ამიტომ ის ბევრ რამეში „მოულოდნელობებს" ეყრდნობა. მან თავისთვის ახალი, ექსპერიმენტული მეთოდი და ახალი საღებავი – აკვარელი გამოიყენა.

„ხატვის პროცესი... მთლიანად მოულოდნელობებზე იყო დამყარებული. ამ მოულოდნელობებს განაპირობებდა მეთოდი და მასში გამოყენებული საღებავი (აკვარელი). შედეგს ნამუშევრის დამთავრებისთანავე ვერ ვხედავდი. მხოლოდ მეორე დღეს შემეძლო ნამუშევრის სრულყოფილად დათვალიერება. არ ვიცოდი, დღე-ღამის განმავლობაში როგორ გაშრებოდა, რა სიურპრიზს შემომთავაზებდა ტილოზე საღებავში დიდი რაოდენობით გამოყენებული წყალი. ჩემი მდგომარეობა რაღაცით იმ ადამიანის მდგომარეობას ჰგავდა, რომელიც დილით მოელის მნიშვნელოვან ტელეფონის ზარს... ყოველი შემდეგი დღე იწყებოდა იმავე მოლოდინით და იმავე წერტილიდან – ნულიდან", – აღნიშნავს ბუღაძე.

გამოფენა „ნული" გალერეაში 2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0