თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში", რომელზეც ქართველი მხატვრების შემოქმედებას წარმოადგენენ, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) 28 ნოემბერს გაიხსნება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ექსპოზიცია წარმოდგენილია პროექტ „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ ფარგლებში. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით ხორციელდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
მონაწილეთა შორის არიან – გია ეძგვერაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, თეა გვეტაძე, თემო ჯავახიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კარლო კაჭარავა, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, ლუკა ლასარეიშვილი, მაია ნავერიანი, მაია ცეცხლაძე, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, მიშა გოგრიჭიანი, მურთაზ შველიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, უშანგი ხუმარაშვილი და ქეთი კაპანაძე.
ექპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის მიერ შექმნილი ამავე პერიოდის ამსახველი ფოტომასალა.
გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ქართველი ხელოვანების შემოქმედებით პროცესებს ასახავს.
ფილმი მომზადდა საქართველო–გერმანიის საიუბილეო წლის ფარგლებში და სამი ხელოვანის — კოკა რამიშვილის, ქეთი კაპანაძისა და მამუკა ჯაფარიძის – შემოქმედებაზე მოგვითხრობს.
გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია 80–90–იანი წლების რეგიონის ხელოვნების თემატიკაზე მომუშავებ ქართველი და უცხოელი ხელოვნების კრიტიკოსებისა და კურატორების ლექციები და საჯარო გამოსვლები.
გამოფენა 2018 წლის 10 იანვრის ჩთვლით პერიოდში გაგრძელდება. „ქარვასლას“ მისამართია – სიონის ქუჩა №8.