კულტურული ფასეულობების იმპორტი საბაჟო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები - ოქროს სამკაულები
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები - ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი რანგის სტუმრები აუცილებლად უნდა გაეცნონ საქართველოს სიძველეებს, მიაჩნია ქვეყნის პრეზიდენტს

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში იმპორტირებული კულტურული ფასეულობების საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს ინიციატივა პრეზიდენტმა გაახმოვანა სამუშაო შეხვედრაზე, სადაც კულტურულ ფასეულობათა დაცვის და სამუზეუმო კოლექციების განვითარების საკითხები განიხილებოდა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის

„კულტურა ჩემი საქმიანობის პრიორიტეტია. საქართველოში უნდა გამოცოცხლდეს კულტურის ისეთი მიმართულება, როგორიცაა მუზეუმები, გალერეები, სახელოვნებო ბაზრობები, რომელიც ძალიან გვჭირდება ამ რეგიონში. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. საქართველოს მდებარეობა და მიმზიდველობა კულტურის კუთხითაც იმის შანსს გვაძლევს, რომ გავხდეთ რეგიონის ცენტრი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, პროტოკოლში საქართველოს ოქროს ფონდის დათვალიერება ჩაიწერება.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს მაღალი რანგის სტუმრებმა აუცილებელია, გაიცნონ ჩვენი სიძველეები და ღირსშესანიშნაობები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე ხელოვნების სასახლის მენეჯმენტის საკანონმდებლო ინიციატივას კულტურული ფასეულობების იმპორტის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა >>

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცულია ათასობით იშვიათი და ძვირფასი ექსპონატი. ისინი ქრონოლოგიურად ასახავენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. მათ შორისაა ახალგორის საგანძური (V ს. ჩვ.წ. აღ-მდე), უნიკალური საიუველირო სამკაულები, რომლებშიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის აქემენიდური ირანის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სტილი და ადგილობრივი ტრადიციები, მონეტების უნიკალური კოლექცია, შუასაუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0