საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის

გამოწერა
ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში ავტომობილებითა და ავტობუსებით ჩამოდის

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში მაისის თვეში ყველაზე მეტი რაოდენობის ვიზიტი რუსეთიდან ჩამოსულმა მოგზაურებმა განახორციელეს - ერთ თვეში ისინი საქართველოს 172,2 ათასჯერ ესტუმრნენ, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53,2%-ით აღემატება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

მიმდინარე წლის მაისში უცხოელებმა საქართველოში 723,2 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასულის წლის მაისთან შედარებით 14,2%-ით მეტია.

რატომ დახურეს თბილისში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები >>

უწყების მონაცემებით, მაისში 618,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს 15 წელს ზემოდ ასაკის პირებმა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 14,2%-ით აღემატება.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, მაისში მან 424,5 ათასს გადააჭარბა (ზრდა 18%).

ქვეყნების ხუთეული საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით 2019 წლის მაისში

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიწადში (%)
რუსეთი 172 217  53,2
აზერბაიჯანი 105 962 3,0
სომხეთი 98 572 15,5
თურქეთი 71 563 -14,0
ისრაელი 17 084 9,3

 

მაისში ჩვენს ქვეყანას ქართული დიასპორის 39,8 ათასი წარმომადგენელი ეწვია, რაც 2018 წლის მაისთან შედარებით 12,3%-ით მეტია.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ყირგიზეთიდან (+135.4%), უზბეკეთიდან (+90.5%), ყაზახეთიდან (+84.6%), ჩინეთიდან (+56.4%), ბელარუსიდან (+56.4%), აშშ-დან (+33.9%) და ა.შ.

ვინ ჩამოდის ყველაზე ხშირად საქართველოში >>

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის კუთხით გამოირჩევა: დიდი ბრიტანეთი (+48.2%), შვედეთი (+31.2%), პოლონეთი (+27.2%), გერმანია (+26.4%), საფრანგეთი (+26%), ნიდერლანდები (+22.3%) და ა.შ.

ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

რტანსპორტის სახეობა ვიზიტების რ-ბა ცვლილება წელიწადში (%) წილი ვიზიტების რიცხვში (%)
სახმელეთო 434 441 12,1 70,2
საჰაერო 175 895 19,2 28,4
რკინიგზა 5 294 35,4 0,9
საზღვაო 3 089 12,2 0,5

 

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომელსაც უცხოელი ვიზიტორები კვეთენ, ლიდერობს თბილისის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ყაზბეგი და „წითელი ხიდი“.

საკონტროლო-გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული

საკონტროლო-გამშვები პუნქტი ვიზიტების რ-ბა ცვლილება წელიწადში (%) წილი ვიზიტების რიცხვიდან (%)
თბილისის აეროპორტი 137 434  16,4  22,2
ყაზბეგი 126 736 30,8 20,5
წითელი ხიდი 88 473 12,8 14,3
სადახლო 87 676 29,0 14,2
სარფი 80 823 -11,2 13,1

 

საქართველოში ტურიზმის სფერო წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ხარისხის შემოწმება ტარდება, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.

ყველა ახალი ამბავი
0