თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი აპრილში რუსეთიდან დაფიქსირდა – თვის განმავლობაში საქართველოს რუსეთიდან 113,1 ათასჯერ ეწვივნენ, რაც 26,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.
მიმდინარე წლის აპრილში მთლიანობაში 647,8 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,6%-ით მეტია გასული წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.
15 წელს ზემოთ ასაკის პირებმა აპრილში 549,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, ამ მაჩვენებელმა აპრილში 348,5 ათასი (ზრდა 4,2%) შეადგინა.
ქვეყანა |
ვიზიტების რაოდენობა | ცვლილება წლის განმავლობაში % |
რუსეთი | 113 138 | 26,5 |
აზერბაიჯანი | 99 073 | 0,4 |
თურქეთი | 96 063 | –7,6 |
სომხეთი | 75 249 | 4,1 |
ისრაელი | 14 343 | 11,2 |
ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (+11,2%), უკრაინიდან (+3,1%), გერმანიიდან (+43,5%), ყაზახეთიდან (+89,1%), ინდოეთიდან (+22,9%), პოლონეთიდან (+22,8%), დიდი ბრიტანეთიდან (+30%), აშშ-დან (18,1%) და ჩინეთიდან (+30,6%).
ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.
ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან
ტრანსპორტის სახეობა | ვიზიტების რაოდენობა | ცვლილება წლის განმავლობაში % | წილი ვიზიტების რიცხვიდან % |
სახმელეთო | 391 500 | 71,2 | |
საჰაერო | 151 453 | 13,8 | 27,5 |
სარკინიგზო | 3 787 | 24,9 | 0,7 |
საზღვაო | 3 021 | 28,0 | 0,5 |
იმ სასაზღვრო პუნქტებს შორის, საიდანაც საქართველოში უცხოელი ვიზიტორები შემოდიან, ლიდერობენ თბილისის აეროპორტის, სარფისა და ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტები.
საკონტროლო-გამშვები პუნქტების პირველი ხუთეული
საკონტროლო–გამშვები პუნქტი | ვიზიტების რაოდენობა | ცვლილება წლის განმავლობაში % | წილი ვიზიტების რიცხვიდან % |
თბილისის აეროპორტი | 122 629 | 11,0 | 22,3 |
სარფი | 101 335 | –8,0 | 18,4 |
ყაზბეგი | 89 792 | –0,4 | 16,3 |
წითელი ხიდი | 78 633 | 7,6 | 14,3 |
სადახლო | 63 929 | 22,5 | 13,4 |
ტურიზმის სფერო საქართველოში წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმება, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.