რატომ დახურეს თბილისში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ავალდებულებს მომხმარებელს ვალუტის კურსისა და მომსახურების საკომისიოს შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდონ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო დედაქალაქის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო ათ პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული შემოწმება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა ფარგლებში ჩაატარა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გეგმავს

ეროვნული ბანკის განმარტებით, დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტებს მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში და სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ, ასევე არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ.

„სავალუტო პუნქტები ვალდებული არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 ათას ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს მოუწოდებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხოლო ვალუტის გაცვლის პუნქტებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე 2 406 406, ან ელექტრონულ მისამართზე cp@nbg.gov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0