როგორ ანაწილებენ საკუთარ ხარჯებს საქართველოს მოქალაქეები

© photo: Sputnikქართული ვალუტის კუპიურები
ქართული ვალუტის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალაქებში სოფლებთან შედარებით მეტს გამოიმუშავებენ, მაგრამ იქ ხარჯებიც მეტია

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავალი 2018 წელს 0,5%-ით გაიზარდა და 1,19 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

უწყების მონაცემებით, ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1,1 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო ერთი ადამიანის - 318 ლარს.

დოლარი - Sputnik საქართველო
რა თანხას გზავნიან მიგრანტები საქართველოში

საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის წყაროს ყველაზე ხშირად წარმოადგენდა დაქირავებული შრომა (49,7%), პენსია, სტიპენდია, დახმარება (17,9%), თვითდასაქმება (11,4%), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა (6,2%), ნაჩუქარი ფული (9%), უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები (4,3%), ასევე ქონებიდან მიღებული შემოსავალი, მაგალითად ბინის გაქირავებით მიღებული – 1,5%.

ქალაქად მცხოვრები ოჯახების შემოსავლები ყოველთვიურად 760,7 მილიონ ლარს შეადგენს, სოფლად - 426,5 მილიონ ლარს.

საქართველოს მოქალაქეების ხარჯები

საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ განათლებაზე (3,4%), ყველაზე მეტს - კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და სიგარეტზე (37,4%).

გასულ წელს საქართველოს მცხოვრებთა ყოველთვიურმა ხარჯებმა 1,16 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0,1%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით.

შევცოტავდით – გამოქვეყნდა საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა >>

ამასთან, ერთ ოჯახზე საშუალო თვიური ხარჯების მოცულობამ 1,1 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ერთ პირზე - 312 ლარი.

კომუნალურ მომსახურებაზე საქართველოში შემოსავლების 13%-ს ხარჯავენ, ჯანდაცვაზე - 12,5%-ს, ტრანსპორტზე - 10,7-ს.

ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი: როდის გაიზრდება ცხოვრების დონე საქართველოში

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ხარჯები 4,4%-ს შეადგენს, საყოფაცხოვრებო ნივთებზე - 4,1%-ს. ყველაზე ნაკლებს საქართველოს მცხოვრებნი განათლებაზე ხარჯავენ - 3,4%-ს.

ქალაქად მცხოვრები ოჯახების ხარჯები ყოველთვიურად 749,5 მილიონ ლარს შეადგენს, სოფლად - 415 მილიონ ლარს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7802 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0