ირაკლი კობახიძე - ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები იგებენ

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთაწმინდაზე არის მეორე ტურის ალბათობა

თბილისი, 19 მაისი  - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართველი გუნდის მონაცემებით, სამ საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ, იუწყება პირველი არხი.

მისივე თქმით, მთაწმინდის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში არსებობს მეორე ტურის ალბათობა.

ზაურ დარგალი მილოცვებს იღებს: მარნეულში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის >>

„შემოსულია პირველადი, ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე, რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე. წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე არის შესაძლებელი ოლქების უმეტესობაში და ამ ეტაპზე შეიძლება, ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე, თუმცა არის მეორე ტურის ალბათობა შალვა შავგულიძესთან. ეს არის არსებული მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო ყუთი ერთ-ერთ უბანზე - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

რაც შეეხება ზესტაფონს, ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის იმ რაოდენობის უბნების მონაცემები, რომ შესაძლებელი იყოს განზოგადება.

„რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება, შეგახსენებთ, ეს არის ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობაშიც ტარდება არჩევნები. ყველა ამ უბანში დამაჯერებლად იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გამარჯვება შთამბეჭდავია. ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდება არჩევნები. შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნების მასშტაბი იყო ძალიან დიდი, ამომრჩევლის 12 პროცენტი იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი შევაფასოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შედეგი არის შთამბეჭდავი და შეიძლება ითქვას, რომ 60 პროცენტამდე შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“ მთლიანობაში.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისათვის. იყო ძალიან აქტიური არჩევნები, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს კანდიდატებს საქართველოში.

შსს-ს განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო
პოლიციამ რეაგირება მოახდინა: არჩევნებზე მომხდარი ინციდენტების გამო ორი საქმე აღიძრა

მისივე თქმით, დაზუსტებულ მონაცემებს მმართველი გუნდი მოგვიანებით წარმოადგენს.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

ყველა ახალი ამბავი
0