თბილისი, 19 მაისი — Sputnik. პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ალხანაშვილს ამომრჩეველთა 93%-მა, ანუ 577-მა კაცმა გამოუცხადა ნდობა.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული 1 220 ამომრჩევლიდან პანკისის ხეობაში არჩევნებში მონაწილეობა 617-მა მოქალაქემ მიიღო.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი.
მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.