ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩატარებულ არჩევნებს აფასებს

© FB / GYLAსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის ოლქში დაძაბული გარემო და ამომრჩევლის ნების კონტროლი საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში გამოიხატებოდა

თბილისი, 19 მაისი  - Sputnik. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) 20:00 საათისთვის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს ავრცელებს, შესაბამისი განცხადება საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ასოციაციის Facebook-გვერდზე გაავრცელა.

არეულობისკენ მოწოდება არის დანაშაული: ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე >>

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

მათივე თქმით, ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნახევრის ნეგატიური ტენდენცია. კერძოდ, ზუგდიდის ოლქშიდაძაბული გარემო და ამომრჩევლის ნების კონტროლი საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში გამოიხატებოდა.

არჩევნები მარნეულში - Sputnik საქართველო
ცესკო: შემოსული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხასიათს ატარებს

„ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე შემაშფოთებელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სულხან სალაძე ასევე შეეხო ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა, Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავებას. საია-ს თავმჯდომარის თქმით, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას.

წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობდა, ტექნიკური პრობლემების გამო გარკვეული ხნის განმავლობაში, 2 უბანში ხმის მიცემის პროცესი შეჩერებული იყო, აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

საია-ს შვიდ დარღვევაზე აქვს წარდგენილი საჩივარი. საია-ს დამკვირვებლები შესაბამის უბნებზე რჩებიან და ხმის დათვლის პროცესს აკვირდებიან.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

© Sputnik / Konstantin Ivanovზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩატარებულ არჩევნებს აფასებს - Sputnik საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0