ორგანოებით ვაჭრობის საქმე: თბილისის კლინიკა კვლავ ყურადღების ცენტრშია

© Pixabay / sasintექიმები საოპერაციოში
ექიმები საოპერაციოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, განსასჯელთა შორისაა ტაქსის მძღოლი, რომელსაც პაციენტები და მათი დონორები თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“ ჩამოჰყავდა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის სასამართლოში განიხილება ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დონორული ორგანოებით ვაჭრობას უკავშირდება, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

გავრცელებული ინფორმაციით, განსასჯელთა შორისაა ტაქსის მძღოლი, რომელსაც პაციენტები და მათი დონორები თბილისში ჩამოჰყავდა, კლინიკა „ლანცეტში“.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის მარტში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს, ეთნიკურ აზერბაიჯანელ ფიარმან ჯეირანლის — 2016 წელს გაკეთებული თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტების გარდაცვალების გამო. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თაღლითობა სიცოცხლის ფასად - კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ციხეში ჩასვეს

ამჯერად კი კლინიკა „ლანცეტი“ აზერბაიჯანში აღმოჩნდა სისხლის სამართლის საქმის მონაწილე, როგორც ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობის ორგანიზატორი.

გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო ოპერაციის მარშრუტი აზერბაიჯანი-საქართველო-ირანი-ტაჯიკეთზე გადიოდა. ამ ჯაჭვის ცენტრში აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ტაქსის მძღოლი, 62 წლის ვაჰიდ ხუდადათოვი, რომლის ბრალეულობაც სასამართლომ უნდა დაადგინოს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში კანონმდებლობა კრძალავს არანათესავ ადამიანებს შორის ორგანოების გადანერგვას. გარდა ამისა, ასევე კანონით იკრძალება კომერციული გარიგებები ორგანოებთან დაკავშირებით.

Sputnik-აზერბაიჯანის ცნობით, დაზარებული 27 ადამიანიდან არცერთს არ აქვს პრეტენზია განსასჯელი მძღოლის მიმართ. უფრო მეტიც, ისინი პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ სასამართლო სხდომებში მონაწილეობაზე, რის გამოც მოსამართლემ ისინი იძულების წესით მიაყვანინა დარბაზში. 

მომდევნო სხდომა 20 მაისსაა დანიშნული. 

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანელი ქირურგი საქართველოში თაღლითობაშია ბრალდებული

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2007 წელს ვაჰიდ ხუდადათოვის ქალიშვილი თირკმლის უკმარისობით დაავადდა. გოგონას დედისა და მამის ორგანო არ მიუდგა და მშობლებმა ტელევიზიის მეშვეობით სთხოვეს ხალხს დახმარება როგორც დონორის, ისე საჭირო თანხის მოძიებაში.

მათ თხოვნას გამოეხმაურა ვინმე ელმან აგაევი, რომელიც მზად იყო დონორი გამხდარიყო 10 ათასი მანათის (დაახლოებით 6 ათასი აშშ დოლარი) სანაცვლოდ.

ხუდადათოვებმა დონორისა და ოპერაციისთვის 24 ათას აზერბაიჯანულ მანათს მოუყარეს თავი (დაახლოებით 14 ათასი აშშ დოლარი) და ირანში გაემგზავრნენ რეკომენდებულ ექიმ მოჰსენი ტაჰირისთან. მიუხედავად იმისა, რომ დონორის ორგანო პაციენტს მიუდგა, ირანში ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს, ვინაიდან კანონმდებლობა უცხოელებისთვის ტრანსპლანტაციებს კრძალავს.

სწორედ ტაჰირიმ აღუთქვა ხუდადათოვებს, რომ დაეხმარებოდა ოპერაციის სხვა ქვეყანაში 10 ათას დოლარად გაკეთებაში და ურჩია მათ, შესაფერისი კლინიკა საქართველოში მოეძებნათ.  

ხუდადათოვებმა რჩევა გაითვალისწინეს და თბილისში კლინიკა „ლანცეტს“ მიაკითხეს, რომლის დირექტორმაც კლინიკის რესურსები 8 ათას დოლარად დაუთმო მათ.

შედეგად, 2015 წლის თებერვალში ირანელმა ქირურგ-ტრანსპანტოლოგმა წარმატებით გადაუნერგა თირკმელი პაციენტს. 

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
ორგანოების გადანერგვა თბილისში: დაკავებულია კლინიკის დირექტორი

ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ექიმი მოჰსენი ტაჰირი დაუკავშირდა ვაჰიდ ხუდადათოვს, ვინმე იაშარის საკონტაქტო მონაცემები მიაწოდა და სთხოვა, მოეძებნა იგი და საქართველოში წაეყვანა. ამაში ექიმი 200 მანათის (დაახლოებით 120 დოლარი) გადახდას დაპირდა ტაქსის მძღოლს.

ხუდადათოვმა იაშარი და მისი ნათესავი დონორი თბილისში ჩამოიყვანა, სადაც კლინიკა „ლანცეტში“ ექიმმა ტაჰირიმ 18 ათას დოლარად გაუკეთა ოპერაცია. აქედან 8 ათასი დოლარი კლინიკის, ხოლო 10 ათასი თავად ექიმის გასამრჯელო იყო.   

2015 წლის აგვისტოში ხუდადათოვს ტელეფონზე საქართველოში მცხოვრებმა ვინმე ელშადმა დაურეკა და სთხოვა, ბაქოში მის დას დაკავშირებოდა. ქალმა ვაჰიდს ექიმ ტაჰირის შესახებ გამოჰკითხა და დონორის მოძებნა სთხოვა. დონორი მალე გამოჩნდა, რომელმაც თირკმელში 12 ათასი მანათი (დაახლოებით 7 ათასი დოლარი) მოითხოვა...

ასე იქცა ვაჰიდ ხუდადათოვი მალე შუამავლად პაციენტებს, დონორსა და ექიმს შორის და ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ კლინიკა „ლანცეტს“ ლიცენზია არ ჩამოართვეს და ირანელმა ექიმმაც ახალი კლინიკა არ მოძებნა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში.

ყველა ახალი ამბავი
0