დასაქმება საზღვარგარეთ: რომელ ქვეყანასთან მიაღწია შეთანხმებას ზალკალიანმა

Париж
გამოწერა
შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროები

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება​ზე საფრანგეთთან შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა, იუწყება პირველი არხი.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საპილოტე პროექტები უკვე არსებობს.

„ჩვენ უკვე ბევრ ქვეყანასთან გვაქვს დაწყებული ორმხრივი დიალოგი. საფრანგეთთან მიღწეულია შეთანხმება. ვმუშაობთ ასევე გერმანიასთან, პოლონეთთან, ვმუშაობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან. ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან, ისრაელთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

პიზას კოშკი - Sputnik საქართველო
როგორ დავსაქმდეთ იტალიაში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც შექმნილი გვაქვს, სადაც ჩართულია შესაბამისი სამინისტროები, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროები და მომავალში ამ მხრივ ჩვენ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ისრაელთან დაწყებულია მოლაპარაკებები. გვაქვს მათი მხრიდან მზაობა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები და ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ადრე აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია. მისი თქმით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ, ასევე შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებას.

სად შეიძლება დასაქმდეს გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე >>

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0