10:02 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
გერმანიის დროშა

სად შეიძლება დასაქმდეს გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე

CC0 / Pixabay
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (98)
509340

აუცილებელი არ არის, რომ გერმანიაში დასაქმების მსურველი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იყოს - მთავარია, რომ პროფესია ქვეყნის დასაქმების სააგენტოს პოზიტიურ სიაში იყოს. 

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. გერმანიის დასაქმების სააგენტომ იმ პროფესიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა ცოდნაც უცხოელებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, იუწყება ტელეკომპანია Imedi Deutsche Welle-ზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუცილებელი არ არის, რომ გერმანიაში დასაქმების მსურველი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იყოს. მთავარია, რომ პროფესია ქვეყნის დასაქმების სააგენტოს პოზიტიურ სიაში იყოს.

დასაქმების მსურველმა უცხოელებმა პროფესიული განათლების დიპლომი უნდა დაამოწმონ გერმანიაში და თავად დაუკავშირდნენ დამსაქმებელს.

გერმანიის ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში აღმოჩნდნენ ლითონის მჭრელები,  მეტალოკონსტრუქციების ტექნოლოგ-მემონტაჟეები, ოსტატ-შემდუღებლები და მექანიკოს-ინსტრუმენტალისტები.

დეფიციტურ პროფესიებს შორისაა ასევე სისტემების ავტომატიზებული მართვა, ელექტრონიკის სპეციალისტი, წარმოების ტექნოლოგი. ამ სპეციალისტების მოწვევა გერმანულ კომპანიებს შეუძლიათ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

გერმანიაში სამშენებლო ბუმია და  ქვეყანა აქტიურად ცდილობს ამ დარგის სპეციალისტების სხვა ქვეყნებიდანაც მოზიდვას. კერძოდ, არის მოთხოვნა სამშენებლო მოედნის მეთვალყურეზე, ფილების და პარკეტის დამგებზე, ქვის მთლელებზე, ასევე დარაბების მემონტაჟეებზე.

გერმანიაში ასევე დეფიციტურია მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის სპეციალისტები. მოთხოვნაა ასფალტისა და ლიანდაგის დამგებებზე.

გერმანიის შრომის ბაზარზე სჭირდებათ გათბობის სისტემის მონტაჟის სპეციალისტები, სანტექნიკის ხელოსნები, კონდიცირების, სამაცივრე და წყალგაყვანილობის სისტემის სპეციალისტები.

გერმანიაში არსებობს მოთხოვნა გადამზიდავი ავტომობილების მემანქანეებზე, ავტოტრანსპორტის მომსახურე პერსონალზე, მეტალოკონსტრუქციების მშენებლებზე და სოფლის მეურნეობის დარგის მექანიზატორებზე.

ყველაზე დეფიციტურია საოპერაციოს მედდები და საშუალო სამედიცინო პერსონალია, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში საქმიანობს. ასევე, შრომის ბაზარზე დეფიციტურია ფიზიოთერაპევტები და თერაპევტები, სარეაბილიტაციო სმენის აპარატურის სპეციალისტები.

ვაკანტურია ადგილები ინფორმატიკის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიის სექტორში. გერმანიის შრომის ბაზარს სჭირდება ინფორმაციული სისტემების სპეციალისტები. ასევე გერმანიის ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (98)

მთავარი თემები