ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მიმართულებით მუშაობა ასევე გერმანიასთან და პოლონეთთან მიმდინარეობს

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით  მოლაპარაკებები ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან, დანიასთან და ლიეტუვასთან მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი  მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

ზალკალიანის თქმით, მომავალ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა იქნება.

პარიზი - Sputnik საქართველო
ლეგალური დასაქმება საფრანგეთში: საქართველოს მოქალაქეებისთვის პროცედურები მარტივდება

„ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან, დანიასთან და ლიეტუვასთან. დღეს იმ დროის დასახელება გამიჭირდება, რა პერიოდშიც მათთან შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ. სხვა უწყებებთან ერთად, ყველანაირად ვეცდებით, რომ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების კუთხით მომავალი წლისთვის ხელშესახები შედეგები დავდოთ“, - აღნიშნა საგარეო უწყების მინისტრმა.

ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. კერძოდ, საფრანგეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტების მიღების პროცედურებს გაამარტივებს.

ამ მიმართულებით  მუშაობა უკვე დაწყებულია ასევე გერმანიასთან და პოლონეთთან, სადაც საპილოტე პროგრამები უკვე განხორციელებულია.

მერკელი: საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს შევქმნით >>

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ. დღეისათვის საფრანგეთის ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმებისთვის სამუშაო ვიზის მიღებაა აუცილებელი.

ყველა ახალი ამბავი
0