როგორ დავსაქმდეთ იტალიაში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

CC0 / Pixabay / პიზას კოშკი
პიზას კოშკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

საქართველოდან შრომითი ემიგრაცია მოუწესრიგებელი და, ძირითადად, არალეგალურია. დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოდან უკანონოდ ემიგრირებული მოსახლეობის მიგრაციის საფუძველი მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები, შრომის დაბალი ანაზღაურება და ცხოვრების დაბალი ხარისხია. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, აქვთ ბანკის ვალები, ან ხანგრძლივად არიან უმუშევრები, იძულებული ხდებიან წავიდნენ სხვა ქვეყანაში, უკანონოდ შეაღწიონ მის ტერიტორიაზე და ამ გზით თავი დააღწიონ გაჭირვებას.

არალეგალი მიგრანტების უმეტესობას საზღვარგარეთ არაკვალიფიციურ და მძიმე სამუშაოებზე დასაქმება უწევს, მათი შრომის ანაზღაურება დაბალია, ხშირია დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

დღესდღეობით საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
უცხოეთში დასაქმებულ ქართველებზე გათვლილი ციფრებს აცდენილი რეალობა

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – იტალიის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოყენებულია სამუშაო ძალის შემდეგი სახის კლასიფიკაცია:

არაკვალიფიციური მუშაკები – სამუშაო ძალა, რომელიც ფიზიკურად ასრულებს სამუშაოს და არ სჭირდება სპეციფიკური განათლება

კვალიფიციური მუშაკები – პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა

მაღალკვალიფიციური მუშაკები – უმაღლესი (აკადემიური და/ან პროფესიული) განათლების მქონე სამუშაო ძალა

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები დაასახელა

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე იტალიაში

იტალიაში მაღალია მოთხოვნა მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც გააჩნიათ პროფესიული განათლება (კვალიფიცირებული მუშაკები) შემდეგ სფეროებში: სასტუმროები და რესტორნები (ბარისტა, მზარეული, მიმტანი), სილამაზის ინდუსტრია, ავტომექანიკა (ოპერატორები, მექანიკოსები, სატვირთო მანქანის მძღოლები) და ა.შ. სამწუხაროდ, იტალიაში შედარებით დაბალია მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ კადრზე.

შრომითი მიგრაცია იტალიაში შრომითი დანაკლისების შესავსებად გამოიყენება. იტალიაში ყოველწლიურად ტარდება კვლევა სამუშაო ძალის მოთხოვნაზე, ასევე თუ რა სპეციფიკის მიგრანტი მუშაკები ესაჭიროებათ. მიგრანტ მუშებს ძირითადად შემდეგ სფეროებში ასაქმებენ: სერვის-სექტორი, ინდუსტრია, ტრანსპორტი და მშენებლობა.

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები იტალიაში ასე გამოიყურება: 1. ექთნები და მეანები; 2. სამედიცინო რეაბილიტაციის პროფესიონალები; 3. მიმტანები; 4. მზარეულები; 5. ბარისტები; 6. სესხის ამოღების აგენტები; 7. სატვირთო მანქანების მძღოლები; 8. პროდუქციის დაფასოების მუშაკები; 9. კალატოზები; 10. მექანიკოსები და ა.შ.

იმისათვის, რომ შრომითი მიგრაცია დაარეგულიროს, იტალია იყენებს კვოტების სისტემას. კვოტები დგება ყოველწლიურად და მასში გათვალისწინებულია დამსაქმებლების მხრიდან მოთხოვნა და ქვეყანაში უკვე არსებული მიგრანტი მუშაკების შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, გასულ წელს იტალიაში სეზონური, არასეზონური და თვითდასაქმების მიზნით მესამე ქვეყნის მუშაკებზე გამოიყო 30 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

პარიზი - Sputnik საქართველო
ლეგალური დასაქმება საფრანგეთში: საქართველოს მოქალაქეებისთვის პროცედურები მარტივდება

მიგრანტი მუშახელის დასაქმება იტალიაში – პრაქტიკული რჩევები

იტალიაში, ისევე, როგორც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, მოქმედებს ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ვალდებულებას, შეატყობინოს დასაქმების ეროვნულ სამსახურს, რომ აქვს სურვილი დაიქირავოს მესამე ქვეყნის მოქალაქე და გაუგზავნოს შესაბამისი ვაკანსია. დასაქმების სამსახური აქვეყნებს ვაკანსიას და ეძებს შესაბამის კანდიდატს ქვეყნის შიგნით ან ევროკავშირის მასშტაბით. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ რესურსებიდან ვაკანსია ვერ შეივსო, დასაქმების სამსახური ნებას რთავს დამსაქმებელს, გააგრძელოს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავების პროცესი.

იტალიის იმიგრაციის შესახებ კანონის მიხედვით, დამსაქმებელმა, რომელსაც სურს მესამე ქვეყნის წარმომადგენლის დასაქმება, აუცილებლად უნდა აცნობოს იმიგრაციის სამსახურს. მიმართვის დროს დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. განაცხადი სამუშაო ავტორიზაციის შესახებ განმცხადებლის სახელის მითითებით; 2. განმცხადებლის საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია; 3. კონტრაქტი და დამსაქმებლის თანხმობა, რომ დასაქმებულის დეპორტაციის შემთხვევაში დაფაროს მისი შინ დაბრუნების ხარჯები.

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
სად შეიძლება დასაქმდეს გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე

განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამუშაო ვიზაზე ავტორიზაცია მაქსიმუმ 60 დღის ვადაში გაიცემა. მესამე ქვეყნის მოქალაქემ, რომლის სახელზეც გაიცა სამუშაო ავტორიზაცია, უნდა გააკეთოს განაცხადი სამუშაო ვიზაზე. განაცხადი კეთდება ონლაინ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია განმცხადებლის რეგისტრაცია, რის შემდეგაც მას ეხსნება შესაძლებლობა სასურველი ტიპის ვიზისათვის შეავსოს განაცხადი.

იტალიაში ჩასვლიდან რვა დღის განმავლობაში მიგრანტმა უნდა მიაკითხოს პრეფექტურას და დაასრულოს პროცედურა საცხოვრებელ კონტრაქტზე (residence contract) ხელის მოწერით და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთებით. აღნიშნული კონტრაქტი მოიცავს ინფორმაციას მიგრანტის შრომითი კონტრაქტის, დამსაქმებლისა და თავად მიგრანტის ვალდებულებების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0