„ეს არ უნდა მომხდარიყო“ - პრემიერი პანკისში მომხდარ არეულობაზე საუბრობს

© REUTERS / EKATERINA ANCHEVSKAYAპანკისელების შეტაკება პოლიციასთან
პანკისელების შეტაკება პოლიციასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობის განვითარების გეგმა მოამზადა

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. პანკისის ხეობაში პრობლემები ისტორიულად დაგროვდა და საჭიროა მათი გადაჭრა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ბირკიანში მომხდარი არეულობების კომენტირებისას.

რა მოხდა პანკისში? გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა >>

ვითარება ბირკიანში უკონტროლო 21 აპრილს გახდა, როდესაც მდინარე ალაზნისპირას „ხადორი 3“ ჰესის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები და კეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა შსს-ს თანამშრომელი იყო.

© REUTERS / EKATERINA ANCHEVSKAYAპანკისელები და გადამწვარი ტექნიკა
„ეს არ უნდა მომხდარიყო“ - პრემიერი პანკისში მომხდარ არეულობაზე საუბრობს - Sputnik საქართველო
პანკისელები და გადამწვარი ტექნიკა

პანკისში მომხდარ არეულობების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ორი მუხლით: „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით", რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად დაკავებული არავინაა.

„პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ქართულმა საზოგადოებამ იხილა მძიმე კადრები და ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა ბახტაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

პრემიერმა პირობა დადო, რომ უახლოეს დროს პანკისის ხეობის განვითარების გეგმას წარმოადგენს.

პანკისის სახალხო კრება - Sputnik საქართველო
პანკისის სახალხო კრებამ ხელისუფლება ჰესის შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია

„მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობასთან ბოლო დროს ჩატარებული შეხვედრები ცხადყოფს, რომ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია.

ამავე დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ესაჭიროება ელექტროენერგიის ახალი წყაროები, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობის გარეშე ჰესები არ აშენდება.

პანკისის ხეობის საიდუმლო – „საჯილდაო ქვა" ყველა ხელისუფლებისთვის >>

„ეკონომიკის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებთ დამატებითი ენერგიის მიწოდებას ჩვენი ეკონომიკისთვის. ბოლო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ელექტროენერგეტიკაში მეტი დადგმული სიმძლავრე გვჭირდება... მაგრამ ბუნებრივია, ეს არასდროს მოხდება ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგიის ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერმა

ადრე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პანკისის ხეობის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შედეგების შეფასებისას შეცდომა დაუშვა. 21 აპრილის მოვლენებამდე ჰესის თემაზე გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა, ეკონომიკის სამინისტროების და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

რა არის პანკისის ხეობა?

პანკისის ხეობა თბილისიდან სამი საათის სავალზეა, მაგრამ ეს საკმაოდ განსხვავებული, თვითმყოფადი, შეიძლება ითქვას ჩაკეტილი სამყაროა თავისი ტრადიციებითა და მკაცრი დაუწერელი კანონებით. ხეობაში ქისტების 16 დასახლებული პუნქტია. სულ ხეობაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ბოლო წლებში სირიასა და ერაყში პანკისის ხეობის 30 მკვიდრი დაიღუპა. პანკისის ხეობის რამდენიმე მცხოვრები ტერორიზმის ბრალდებითაც დააკავეს.

პანკისის ხეობა მდებარეობს, მდინარე ალაზნის სათავეებში საქართველო-რუსეთის საზღვართან და მასთან მთიანი ქედი ყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0