ხიდი ევროპასა და აზიას შორის: რა სარგებელს მიიღებს საქართველო

© photo: Sputnik / Alexey Babushkin / გადასვლა მედიაბანკშიპეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გეოგრაფია მიუთითებს, რომ ქვეყანას აზიიდან ევროპაში ტვირთების გატარების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, აღნიშნა ესპერტმა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ზრდის ქვეყნის მნიშვნელობას ჩინურ მეგაპროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა" – საქართველო პეკინში გამართულ ფორუმში მონაწილეობს>>

კონცეფცია „ერთი სარტყელი – ერთი გზა" ეს არის ჩინეთის საერთაშორისო ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზე, რომელიც ცენტრალური აზიის, ევროპისა და აფრიკის 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და რომლის მიზანიც ჩინეთსა და ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.

„სარგებელი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ და რამდენად ეფექტურად ვითანამშრომლებთ ამ მეგაპროექტის სხვა მონაწილეებთან. მაგრამ თავად გეოგრაფია გვკარნახობს ნამდვილად უზარმაზარ პოტენციალზე, რომლის რეალიზებაც საჭიროა“, – აღნიშნა მენაღარიშვილმა.

პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღდგენასა და განვითარებისკენაა მიმართული. პროექტის აღორძინება, მენაღარიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო.

ყაზბეგის საკონტროლო–გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
ჩინეთი საქართველოს საბაჟო სისტემების შესაძენად თანხას გამოუყოფს

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთი მიმართულება, ჩინური სცენარით, სწორედ რომ შუა აზიაზე, კასპიის ზღვის გავლით და სამხრეთ კავკასიაზე გადის, შემდეგ შავ ზღვაზე და ევროპაში. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, მისი რკინიგზის, სატრანსპორტო მაგისტრალებისთვის. რა თქმა უნდა, ამ მეგაპროექტში მონაწილეობა ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ქართველებისთვისაც მომგებიანია“, – განაცხადა მენაღარიშვილმა.

რიგით მეორე ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა" პეკინში 25-27 აპრილს იმართება, რომელშიც მონაწილეობს 37 სახელმწიფო და სამთავრობო ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩათვლით. ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ფორუმზე ქართული დელეგაციაც იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით.

ჩინეთის განვითარების ბანკი საქართველოს მრავალმილიონიან კრედიტს გამოუყოფს>>

ფორუმის პროგრამის თანახმად, 25 აპრილს ჩატარდა 12 თემატური ფორუმი და კონფერენცია. გახსნის საზეიმო ცერემონია და მაღალი დონის შეხვედრები 26 აპრილს გაიმართება, 27 აპრილს კი ლიდერები საერთო სხდომაზე შეხვდებიან ერთმანეთს. ფორუმის ყველა ღონისძიების თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯომარე სი ძინპინი იქნება, რომელიც ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა და ასევე შეაჯამებს მის მუშაობას.

ჩინეთში პირველი ქართული ბიზნეს–სახლი გაიხსნა>>

საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 2018 წელს საგარეო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 31,8%-ით მეტია. ამასთან, ქართული პროდუქციის ექსპორტმა ჩინეთში 1,8%-ით, 198 მილიონ დოლარამდე იკლო, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 13,7%-ით, 833,6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0