ფრთხილად მძღოლებო! ბათუმსა და სენაკში „ჭკვიანი“ კამერების რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშირადარი
რადარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 26% სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სენაკსა და ბათუმში სიჩქარის მზომი 10 ახალი სექციური რადარი ამოქმედდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ქვეყანაში 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყო სექციური რადარების მონტაჟი, რომლებიც აკონტროლებენ ავტომობილის სიჩქარეს გზის გარკვეულ მონაკვეთებს შორის. მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ სამართალდარღვევის განსაზღვრა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამის მეშვეობით, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში არსებობს.

რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი>>>

ბათუმში „ჭკვიანი კამერები“ დამონტაჟდა ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩებზე, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, ანწუხელიძის ქუჩაზე. სენაკში კი სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია მშვიდობის ქუჩაზე. დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შსს-ს ვებ-გვერდზე.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება. 

შუქნიშანი და ვიდეოკამერა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს გზებზე 1 441 ვიდეოკამერა დამონტაჟდა

ამასთან, 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 ათასამდე ვიდეოკამერა, მათ შორის, 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა - მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენისთანავე მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 26% სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული. საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

 

ყველა ახალი ამბავი
0