საქართველოს გზებზე 1 441 ვიდეოკამერა დამონტაჟდა

© Sputnik / Alexander Imedashviliშუქნიშანი და ვიდეოკამერა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
შუქნიშანი და ვიდეოკამერა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამერები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით დამონტაჟდა

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, კამერები სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი „ჭკვიანი“ ვიდეოკამერაა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ვაკეში: დაშავებულია სამი ახალგაზრდა

„სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. „ჭკვიანი" კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო 2019 წელსაც განაგრძობს ქვეყნის ტერიტორიაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარების და „ჭკვიანი" ვიდეოკამერების განთავსებას და ამოქმედებას.

ტრაგედია თბილისში: თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს >>

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას.

ყველა ახალი ამბავი
0