თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ვაკეში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა.
შემთხვევა ბარნოვის ქუჩაზე, „ბერნარდის" მოპირდაპირე მხარეს გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა, ტროტუარზე ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულები „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.