დანელია და „ბამბის ნაყინი“: ირანში ქართულ კინოს ეცნობიან

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშითეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანელი მაყურებელი იხილავს როგორც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ფილმებს, ისე კინემატოგრაფიის კლასიკოსთა ნამუშევრებს

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. „ფაჯრის" რიგით 37-ე პრესტიჟულ კინოფესტივალზე (FIFF — Fajr International Film Festival), რომელიც თეირანში მიმდინარეობს, ქართულ კინემატოგრაფიას კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

როგორც იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფესტივალზე, Eastern Vista-ს სექციის ფარგლებში რეჟისორ ვაჟიკო ჩაჩხიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ბამბის ნაყინის“ აზიური პრემიერა შედგება.

ენიო მორიკონე - Sputnik საქართველო
საქართველოში 19 მაისს, შესაძლოა, ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართოს

„ბამბის ნაყინი“ – 14-წუთიანი უსიტყვო ფილმია. სიურეალისტური სიუჟეტი მოგვითხრობს ქართველ ბებოზე, რომელიც საცირკო წარმოდგენის ნახვის დროს ცხოვრებაში პირველად იწყებს დიალოგს საკუთარ თავთან, რომელიც სერიოზულ ფსიქოლოგიურ კონფლიქტში გადაიზრდება. მთავარი და ერთადერთი როლი მსახიობმა ია შუღლიაშვილმა შეასრულა.

როგორც კინოცენტრში აღნიშნავენ, Restored Classics-ის სექციაში გაიხსენებენ ლეგენდარულ რეჟისორ გიორგი დანელიას და აჩვენებენ მის ფილმს Я шагаю по Москве.

„ფაჯრის“ მაყურებლები ასევე იხილავენ რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმს „ნამე“, რომელის საქართველოს სახელით „ოსკარის“ პრემიაზე „უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

ქართველმა რეჟისორმა ეგვიპტეში ქალთა კინოს ფესტივალზე გაიმარჯვა >>

„აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაშია რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, რომელიც სექციაში Eastern Vista წარმოდგენილ ფილმებს აფასებს. ასევე, ფაჯრის საეთაშორისო კინფესტივალმა Creative Producing Workshop-ს უმასპინძლა, სადაც მასტერკლასი ეროვნული კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა, პროდიუსერმა ზურაბ მაღალაშვილმა ჩაატარა“, - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

ინა ჩურიკოვა - Sputnik საქართველო
„უკომენტაროდ": გიგინეიშვილმა ინა ჩურიკოვას მონაწილეობით ახალი ფილმი გადაიღო

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ირანის ფესტივალზე საქართველოს კინემატოგრაფია კატეგორიაში „აღმოსავლური პერსპექტივა“ 2016-2017 წლებში გადაღებული ექვსი სურათით იყო წარმოდგენილი.

„ფაჯრი" (FIFF — Fajr International Film Festival) — ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად ტარდება. ფესტივალის სიმბოლოა მითიური ფრინველი სიმურგი. ფესტივალი დააარსდა 1983 წელს, ხოლო 1995 წლიდან საკონკურსო პროგრამას უცხოური ფილმებიც შეემატა.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ბროლის სიმურგი" ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცემა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კატეგორიებში. ფილმების ჩვენებები, თეირანის გარდა, ზოგიერთი პროვინციის ცენტრსა და მსხვილ ქალაქში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0