00:06 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (74)
11020

მარიამ გულბიანის ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 32 რეჟისორის ნამუშევარს შორის საუკეთესო გახდა

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ქართველი რეჟისორის, მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ქალთა კინოს ასუანის საერთაშორისო ფესტივალის (Aswan International Women Film Festival) პრიზიორი გახდა. ფესტივალი ეგვიპტეში 20-26 თებერვალს გაიმართა.

კინოფილმმა ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ გაიმარჯვა. გულბიანის გარდა, ნომინაციაში გამარჯვებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან 31 კინორეჟისორი იბრძოდა.

მარიამ გულბიანი — საქართველოს კინოცენტრის პროექტ „კინოსკოლის" გამარჯვებულია. „კინოსკოლის" ფარგლებში საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის მოღვაწეობაზე გაეგოთ და თავად დაეწერათ სცენარები ფილმებისათვის.

ფილმი  „სანამ მამა დაბრუნდება" ორი ქისტი გოგონას იმანისა და ევას ისტორიაა. მეგობრები პანკისის ხეობაში სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იმანი ცამეტი წლისაა, ევა — თორმეტის. ერთი წლის წინ მათი მამები სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ და იშვიათად უკავშირდებიან ოჯახებს. მშობლები ამაზე ჩურჩულით საუბრობენ. ერთადერთი მითქმა-მოთქმისგან თავისუფალი ადგილი გოგონებისათვის კინოს გაკვეთილებია, რომელსაც ისინი „კინოსკოლის" პროექტის ფარგლებში ესწრებიან.

ფილმი პანკისის ხეობაში გადაიღეს და სამი ქვეყნის — საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.

ფილმი  „სანამ მამა დაბრუნდება" კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ხოლო მისი მსოფლიო პრემიერა გაიმართა დიდ ბრიტანეთში, დოკუმენტური კინოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, შეფილდის ფესტივალზე. მოგვიანებით ფილმი აჩვენეს სარაევოს დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე. ხოლო რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენება გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში“, - ნათქვამია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

თავად მარიამ გულბიანი — პანკისის ხეობის ერთ-ერთი აქტიური კინომისიონერია. გოგონა სიამოვნებით ჩაერთო პროექტში „კინოსკოლა" და ადგილობრივი მოსახლეობის კინოგანათლებას უწყობს ხელს.

ქალთა კინოს ასუანის საერთაშორისო ფესტივალი ეგვიპტეში 2017 წელს დააარსდა და ყოველწლიურად იმართება. ფორუმი ქალი რეჟისორების ნამუშევრებზეა ორიენტირებული. საფესტივალო პროგრამის გარდა, ღონისძიება ითვალისწინებს სემინარებს და მასტერ-კინოს კინემატოგრაფიით დაინტერესებული ასუანის ახალგაზრდობისთვის, ასევე შეხვედრებსა და გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების ეგვიპტელ და საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის.

წელს კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ეგვიპტელი მწერალი კარიმა კამალი, მაროკოელი კინოკრიტიკოსი აბდელ რაზეკ ელ ზახერი და ლიბანელი მსახიობი ქალი ნურ ელ-რეფაი.

თემები:
ქართული კინო (74)

მთავარი თემები