საქართველოში 19 მაისს, შესაძლოა, ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართოს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიენიო მორიკონე
ენიო მორიკონე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი, 450-ზე მეტი ფილმისთვის მუსიკის ავტორი, გრემის პრემიის ლაურეტი, ორგზის „ოსკაროსანი“, სამგზის „ოქროს გლობუსის“ და ექვსგზის პრემია BAFTA-ს მფლობელია

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik.   Black Sea Arena-ს 2018 წლის სეზონი,  შესაძლოა, 19 მაისს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საღამო სამთავრობო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკებები მორიკონეს საპროდიუსერო ჯგუფთან და მენეჯერთან დასკვნით ეტაპზეა.

„რამდენიმე დღეში გვეცოდინება ყველა დეტალი, რაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაჟღერდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის. ფაქტია, რომ ამ მასშტაბის მუსიკოსის ჩამოსვლა, რომელიც მსოფლიოს ტურნეებით ხშირად არ ანებივრებს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", — განაცხადა Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა. 

ენიო მარიკონე - Sputnik საქართველო
მაესტრო ენიო მორიკონე, რომელიც ვერ იტანს იასამნისფერს...

ენიო მორიკონე 1028 წლის 10 ნოემბერს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში დაიბადა. 

მას ჯერ კიდევ ბავშვობაში „მოცარტი“ შეარქვეს, რადგან მუსიკის წერა 6 წლის ასაკში დაიწყო. 10 წლის ენიო კი უკვე ცნობილი სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიის სტუდენტი გახლდათ, საყვირის კლასით. 

1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად მიიჩნევა. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. ენიო მორიკონე თავისი წარმატებული კინემატოგრაფიული კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან სერჯო ლეონე, რომელთანაც ერთად შექმნა ე.წ. სპაგეტი-ვესტერნის სტილი, ბერნარდო ბერტოლუჩი, ოლივერ სტოუნი, პედრო ალმოდოვარი, დამიანო დამიანი, ბრაიან დე პალმა, რომან პოლანსკი, პიერ პაოლო პაზოლინი, კვენტინ ტარანტინო…

მის სახელს ეკუთვნის შეუდარებელი მელოდია ფილმებისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ (1966), „ერთი მუჭა დოლარებისთვის“ (1964), „ერთხელ ამერიკაში“ (1984) და სხვა.  

2007წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის „ოსკარის“ პრემია მიენიჭა,  ხოლო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო მუსიკისთვის,  რომელიც შექმნა კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვა“.

აღსანიშნავია, რომ მორიკონემ თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო მუსიკისთვის, რომელიც დაწერა ტარანტინოს ფილმისთვის „უსახელო ნაბიჭვრები“. 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი, 450-ზე მეტი ფილმისთვის  მუსიკის ავტორი, გრემის პრემიის ლაურეტი, ორგზის „ოსკაროსანი“, სამგზის „ოქროს გლობუსის“ და ექვსგზის პრემია BAFTA-ს მფლობელია.

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0