საიდან გაჩნდა ბავშვების სისხლში ტყვია? ჯანდაცვის სამინისტრო განმეორებით კვლევას ჩაატარებს

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ცენტრი
სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო დააფინანსებს 650 ბავშვის ხელახლა გამოკვლევას, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ეროვნული კვლევის შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. ქვეყნის მასშტაბით ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები 2-7 წლის 1578 ბავშვისგან შეგროვდა. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხვდა შემთხვევითი პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ლაბორატორიაში.

„იმ ბავშვებს, რომლებსაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ, ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევა და კვლევას დააფინანსებს სახელმწიფო", – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ ამ საქმეში საჭირო იქნება პედიატრების ჩარევა, ასევე გარკვეული მონიტორინგი.

სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრომ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა შეიმუშაონ გრძელვადიანი პროგრამა. სპეციალისტები შეისწავლიან ვითარებას ამ 650 ბავშვის ოჯახებში, რათა დაადგინონ დაბინძურების წყაროები.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
ტყვია ბავშვების სისხლში – ყველაზე საგანგაშო ვითარება აჭარაშია

გამყრელიძის განცხადებით, 1980-90-იან წლებში ბევრ ქვეყანაში ტყვიის წყარო ეთილირებული ბენზინი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დასავლეთში და, მათ შორის, საქართველოშიც ამ ბენზინის გამოყენება აიკრძალა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.

ამავე დროს, ჯერჯერობით რთული დასასახელებელია მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვთ აღმოსავლეთ საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო დაბალი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს.

„მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის ნიადაგისა და წყლის. არ გამოვრიცხავ და გარკვეული მინიშნებით შემიძლია ვთქვა, რომ იყოს დაბინძურებები ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე, სადაც ტყვია ნიადაგშია, რომელიც ბენზინიდან ილექებოდა და ის წლობით რჩება. ამიტომ გამორიცხული არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის შემდგომი კვლევის საკითხი", – აღნიშნა გამყრელიძემ.

რას ვჭამთ? რიგ პროდუქტებში ტყვია აღმოაჩინეს>>

როგორც აღინიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს შემდეგ რეგიონებში: აჭარა – 85%; გურია – 73%; სამეგრელო/ზემო სვანეთი – 71%; იმერეთი – 61%; სამცხე-ჯავახეთი – 32%; თბილისი – 30%; კახეთი – 25%; მცხეთა-მთიანეთი – 20%; ქვემო ქართლი – 18%; შიდა ქართლი – 21%.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
საიდან ხვდება სისხლში ტყვია: თბილისში კვლევა ჩაატარეს

აღსანიშნავია, რომ ტყვიის კომპონენტის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

კვლევით დადგინდა, რომ ტყვიის გავრცელების საშიშ წყაროს წარმოადგენენ: სამშენებლო და სარემონტო მასალები, სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკური საშუალებები, სამზარეულოს ნივთები და მაისურები. მკვლევართა ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ ტყვია ვერ აღმოაჩინეს წყალში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ ათი ქიმიური ნივთიერების სიაში შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობას და სხვ.

Давид Сергеенко - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკო: ამერიკას წლები დასჭირდა პროდუქტში ტყვიის შემცველობასთან საბრძოლველად

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამჟამად უწყება მუშაობს ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიმართულია ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრაზე. ეს ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურებული წყაროების კვლევას. გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იქნება ტყვიით დაბინძურებული ადგილების ნეიტრალიზება და იზოლაცია, ქვეყნის ბაზრებზე ტყვიის შემცველი პროდუქტების მოხვედრის პრევენცია.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

საქართველოში ბენზინი ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს>>

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0