დავით სერგეენკო: ამერიკას წლები დასჭირდა პროდუქტში ტყვიის შემცველობასთან საბრძოლველად
„ვთანამშრომლობთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან. დღეს საქართველოში დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, რაც ამერიკაში 80-იან წლებში იყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის განმარტებით, აშშ-ს წლები დასჭირდა ამ საკითხის მოსაგვარებლად და საქართველოც შეძლებს ამ პრობლემის გადალახვას, რადგან საკმარისი გამოცდილება დაგროვდა.