რას ვჭამთ? რიგ პროდუქტებში ტყვია აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუნელები
ქართული სუნელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვების პროდუქტებში ტყვიის შემცველობის გამოვლენის შემთხვევები იკლებს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვების პროდუქტები და წყალი გამოიკვლიეს, შედეგად, 1,1 ათასზე მეტი ნიმუშიდან დარღვევები 23 შემთხვევაში აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კვლევა 2018 წელს განხორციელდა. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზეული, კვერცხი, ბავშვთა კვება, სუნელები, თაფლი, სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ბოსტნეული, ბურღულეული.

სათამაშო დათვები დახლზე - Sputnik საქართველო
საიდანაა სახლებში ტყვია? მოხალისეები თბილისურ ოჯახებს შეისწავლიან

ტყვიის შემცველობა დაშვებულ ნორმას არ აჭარბებს ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, ხორცში, პურ-ფუნთუშეულში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში.

ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა რძის 15 ნიმუშში და სუნელების რვა სახეობაში. თუ 2017 წლის მონაცემებს შევადარებთ, მაშინ დარღვევა სუნელების 33 შემთხვევაში გამოვლინდა.

სისხლში ტყვიის შემცველობის დასაშვები ნორმა მოზრდილებში ერთ დეცილიტრზე 20 მიკროგრამის ფარგლებში მერყეობს. ბავშვებში ნორმალური მაჩვენებელია 8-9 მიკროგრამი. 10 მიკროგრამზე მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში ბავშვი იწამლება.

დარღვევების შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობეს. პროდუქციის ამოღებას ბაზრიდან სურსათის სააგენტოს ექსპერტები აკონტროლებენ.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების გამოვლენის შემთხვევების რაოდენობის შემცირება ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევა გახანგრძლივდა

ტყვიის მცირე რაოდენობა ორგანიზმში ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ თუ ის ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალია და დიდი ხნის განმავლობაში გროვდება, შეიძლება ორგანიზმი მოიწამლოს.

თუ ადამიანის ორგანიზმში არის ტყვია, მისი პოვნა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში. ორგანიზმში ტყვიის დონის გასაზომად სისხლის ანალიზი ტარდება.

ბავშვების ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0