წერე ქართულად, მაგრამ ახლებურად – გამოცხადდა შრიფტების კონკურსი „ქართული -ა"

© Sputnik / Levan Avlabreliქართული წიგნები
ქართული წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებულები, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლინდებიან, ორგანიზატორებისგან ფულად ჯილდოს მიიღებენ.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში ახალი ქართული შრიფტების შექმნის მიზნით TBC bank-მა გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით „ქართული -ა".

ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს>>>

კონკურსის პირობებში აღნიშნულია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორისაც საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით დაინერგება.

„კონკურსი ქართული მემკვიდრეობისა და იდენტობის მთავარი ატრიბუტის – დამწერლობის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. „ქართული -ა" მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის თანამედროვე სამყაროსთან კიდევ უფრო მეტად ადაპტირებას, მის გავრცელებას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

დედაენის ძეგლი - Sputnik საქართველო
ენათმეცნიერი: ქართული ანბანის თითოეული ასო ხელოვნების ნიმუშია

კონკურსზე რეგისტრაცია 2019 წლის 1 მაისიდან დაიწყება. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 15 ივლისამდე მოხდება, ხოლო შრიფტების შეფასება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

პირველი ადგილის მფლობელი ფულად ჯილდოს – 2 000 ლარს მიიღებს. მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს კი 1 000 ლარი გადაეცემა.

ნამუშევრების მიღება რვა კატეგორიაში მოხდება: ლაკონური, რეგულარული, ხელნაწერი, ადაპტირებული, კლასიკური (აკადემიური), მხატვრული, ტექნიკური და ფუტურისტული შრიფტები.

როგორც კონკურსის იდეის ავტორები აღნიშნავენ, ფუტურისტული შრიფტების კატეგორიაში კონკურსანტები კონცეპტუალურად განავითარებენ ქართული შრიფტის ინოვაციურ ხედვას.

„მონაწილეები შეძლებენ მაქსიმალურად გაბედული იდეების განვითარებას", – აღნიშნავენ ავტორები.

ქართველმა მეცნიერებმა დაღესტანში ნაპოვნი უძველესი ქართული ხელნაწერი გაშიფრეს>>>

ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ქართული დამწერლობის გრაფიკულმა გამოსახულებამ განვითარების სამი საფეხური გაიარა. მისი ყველაზე ძველი სახეობაა ასომთავრული (მრგვლოვანი). ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი ძვ.წ.აღ. III საუკუნეში, ფარნავაზ მეფის დროს შეიქმნა. ასომთავრული განსხვავდება ფორმების სიმრგვალითა და ასოების ერთნაირი ზომით.

ქართვლის დედა - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების სამეულში შევიდა

IX საუკუნიდან პარალელურად გვხვდება ნუსხური დამწერლობა. იგი საეკლესიო ლიტერატურაში გამოიყენებოდა და უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. ნუსხური ანბანით დაწერილი ტექსტების სათაურებში მაინც იყო ასომთავრული.

X-XI საუკუნეებში ორი ანბანის პარალელურად ვითარდება მხედრული, ანუ თანამედროვე ქართული ანბანი, რომელიც უპირატესად გამოიყენებოდა სამოქალაქო პრაქტიკაში.

იუნესკომ 2016 წელს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0