პანკისის მოვლენების კვალდაკვალ - ექსპერტთა მოსაზრებები საქართველოში ახალი ჰესების შესახებ

© photo: Sputnik / Vladimir Popov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰიდროენერგეტიკის განვითარების გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს, ფიქრობენ ექსპერტები

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ჰესის აშენება პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს, იგი შესაძლოა ხელსაყრელი იყოს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც, განაცხადა პრესკონფერენციაზე საბანკო და ფინანსურ საკითხთა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ჰესის მშენებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტიურად განიხილება პანკისის ხეობაში პოლიციაზე თავდასხმისა და სპეცტექნიკის დაზიანების შემდეგ. ვითარება პანკისის ხეობაში კვირას დილით გამწვავდა, როდესაც ალაზანზე „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელსაც სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოება უნდა დაეცვა, შეტაკება მოხდა. მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები და ხელკეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„დაისჯება თითოეული": პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა >>

ცუცქირიძის თქმით, არსებობს ახალი ტერმინი „მწვანე ჰესი“ - ესაა ენერგია, რომელიც ერგება ეკოლოგიას და მისი გავლენა ეკოსისტემაზე მინიმალურია. „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“, რომელთა აშენებაც პანკისის ხეობაში იგეგმება, სწორედ ასეთი სპეციფიკის ჰესებია, აღნიშნავს ექსპერტი.

„ჰესების გავლენა, რომლებიც პანკისში უნდა ააშენონ, ეკოლოგიაზე მინიმალური იქნება, ისინი, ფაქტობრივად, ჯდება ე.წ. „მწვანე ჰესების“ კონცეფციაში“, - განაცხადა ცუცქირიძემ და დასძინა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები.

ცუცქირიძის განცხადებით, მომავალში საქართველოში ელექტოენერგიის გამომუშავებასა და მოხმარებაზე მოთხოვნილება გაიზრდება.

Плотина Ингури ГЭС - Sputnik საქართველო
ბიზნესი vs ეკოლოგია: რა უხეში შეცდომები დაუშვეს პანკისში ჰესის მშენებლობის პროექტში

„აქ ორი თემაა: ენერგოდამოკიდებულება და ენერგოუსაფრთხოება. თუ მოხმარება გაიზრდება, დადგება ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხი. ძირითადად, ჩვენს ელექტროენერგიას - დაახლოებით 80%-ს - გამოიმუშავებენ ჰიდროელექტროსადგურები. მზის ენერგიის, ქარის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია საერთო პანორამისთვის, მაგრამ ისინი მაინც არამდგრად დარგებად მიიჩნევა. ჰესის ალტერნატივად არ შეიძლება ჩავთვალოთ არც მზის ენერგია, არც ქარის ენერგია. ის შეიძლება იყოს მხოლოდ მცირე, დამატებითი ნაწილი“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ერთი ჰესის სიმძლავრე ხუთ მეგავატს შეადგენს, მეორისა - 20-ს, ამბობს ცუცქირიძე. ამიტომ ისინი მცირე ჰიდროელექტროსადგურებად მიიჩნევა.

„ჰესის მეშვეობით ხდება არა მარტო ელექტროენერგიის გამომუშავება, არამედ ადამიანების დასაქმებაც, ასევე, შესაძლოა, ის გახდეს ტურისტულად მომგებიანი. გარემო ისე მოეწყობა, რომ ტურისტების ნაკადი შეიძლება გააძლიეროს. რაზე ვერ შეთანხმდნენ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ყველა ოჯახთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. ბევრი ძალა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დაინტერესებულია იმით, რომ მსგავსი განვითარება ქვეყნისა არ მოხდეს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

© video : Ruptly Панкисские страсти: жители против ГЭС - как это было
პანკისის მოვლენების კვალდაკვალ - ექსპერტთა მოსაზრებები საქართველოში ახალი ჰესების შესახებ - Sputnik საქართველო
Панкисские страсти: жители против ГЭС - как это было

ექსპერტის აზრით, მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში ჰესები ამოქმედდება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ამ ადგილის ელექტრომომარაგება.

„მნიშვნელოვანია ასევე, რომ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ამ მხარისთვის ბოლო წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევაა. თუ ამას დავამატებთ გადასახადებს, რომლებსაც მომავალში ინვესტორი კომპანია გადაიხდის, გაიზრდება შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს თანხები ასევე ხეობის ლოკალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ენერგოობიექტები ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს

თუ საქართველო უარს იტყვის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე, პრაქტიკულად ვეღარ ისაუბრებს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, აღნიშნა პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
აშენდება თუ არა ჰესი პანკისში – მხარეთა პოზიციები

„საქართველოს მასშტაბით კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურულად გაუმართავი ობიექტია, ესე იგი, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა. მთავრობის როლი ამ პროცესში ძალიან დიდია. ყველა ხელისუფლების მთავარი ამოცანა და მიზანია, აღმოფხვრას ქვეყანაში არსებული სიღარიბე, განავითაროს ინფრასტრუქტურული მაჩვენებელი და დაეხმაროს ბიზნესმენებს განვითარებაში“, - განაცხადა გულბანმა.

ამ მიზნების მისაღწევად სახელმწიფო ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბიზნესისთვის, რათა რაც შეიძლება მეტმა ინვესტორმა მოინდომოს ქვეყანაში ფულის დაბანდება, მათ შორის, უცხოელებმაც. გულბანის თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება ნორმალურად მომუშავე ენერგეტიკული სექტორის გარეშე.

„დიდწილად არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, როდესაც ადამიანები აღმოჩნდებიან იმ რეალობის პირისპირ, რომ ელექტროენერგიას მიიღებენ გრაფიკით მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის საკმარისი გამომუშავება და ჩვენ გავხდებით იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა“, - აღნიშნა გულბანმა და აქვე დასძინა, რომ საჭიროა პანკისის ხეობის მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება.

საქართველომ ბუნებრივი რესურსები უნდა გამოიყენოს

საქართველომ ეფექტურად უნდა გამოიყენოს თავისი რესურსები, განაცხადა „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების“ ასოციაციის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა. მისი სიტყვებით, მან გარემოს დამცველებისგან ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მცირე ჰესმა გარემოს.

პანკისის ხეობაში ვითარება განიმუხტა: დაძაბული დღის შედეგები >>

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საკუთარი გენერაცია და საკუთარი რესურსების გამოყენება. ერთ-ერთი მთავარი რესურსი, რომელიც გაგვაჩნია - წყლის რესურსებია და საჭიროა მათი ეფექტურად გამოყენება. რასაკვირველია, დიდ ჰესებს გაცილებით მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მცირე ჰესებს, მაგრამ ასეთი აგრესიული პროტესტი, რომელიც გუშინ მცირე ჰესების მშენებლობის გამო ვიხილეთ, ცოტა განსხვავებულ ეჭვებს ბადებს“, - აღნიშნა აბრამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს

მისი სიტყვებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ყველაფერი კონკრეტული ძალებიდან მომდინარეობს. საქართველოს ვერ ექნება ვინმეს იმედი გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ ამიტომ მან აუცილებლად უნდა განავითაროს საკუთარი გენერაცია, განაცხადა აბრამიშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ ჰესი მხოლოდ 5,4 მეგავატი სიმძლავრისაა, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ. ამასობაში კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ“ და „ფერმა“, რომლებიც ჰესებს აშენებენ, გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე განსაკუთრებულ გავლენას არ მოახდენს. ამასთან, ისინი საკუთარ თავზე იღებენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებას, თუ ასეთი წარმოიქმნება.

მინისტრებისა და უხუცესების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა. ადგილზე შს მინისტრის გარდა, იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

საქართველოს შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და ძალოვანების სპეცტექნიკის დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლებით „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა", რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით", რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0