სალომე ზურაბიშვილი: ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა>>>

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორისაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი. 

პანკისის ხეობის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები: რა ვითარებაა პანკისის ხეობაში

„ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იქნას, როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის  Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შექმნილი ვითარების გამო პანკისის ხეობაში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.


ყველა ახალი ამბავი
0