„მსოფლიო ცივილიზაციის შედევრი" – Google ქართულ დამწერლობაზე საუბრობს

გამოწერა
სტატიაში დაწვრილებით არის მოთხრობილი ქართული დამწერლობის წარმოშობის, განვითარებისა და გავრცელების ისტორია.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. იუნესკოს მიერ აღიარებულ ქართული დამწერლობის სამ სახეობას Google Arts & Culture-მა დიდი საინფორმაციო მულტიმედიური მასალა მიუძღვნა.

Google Arts & Culture – ეს არის გლობალური ინტერაქტიული საგანმანათლებლო ონლაინ-პროექტი, რომელიც ქსელში მთელი ცივილიზაციის კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ონლაინ-პლატფორმა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხალხის კულტურულ მემკვიდრეობაში ვირტუალური მოგზაურობის საშუალებას იძლევა. აქ შეკრებილია ასობით მუზეუმში, გალერეასა და მსოფლიოს კერძო კოლექციებში დაცული დიდი ოსტატების რამდენიმე ათეული ათასი ნამუშევრის ასლი.

ქართული ანბანის განვითარების ისტორია - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი სტრასბურგში „მიემგზავრება"

„ესაა მშვენიერი მოთხრობა ქართული ანბანის სამ ცოცხალ კულტურაზე. ეს არის მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანი და ქართული დამწერლობის, ბეჭდვისა და ლიტერატურის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეპოქების განსაკუთრებულობანი", – ნათქვამია Google-ს სტატიაში.

საუბარია ქართული დამწერლობის სამ სახეობაზე – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, რომლებიც იუნესკომ 2016 წელს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

მასალაში სახელწოდებით „ანბანი, როგორც ისტორია" (ALPHABET AS A HISTORY) დეტალურად არის მოთხრობილი ქართული შრიფტების წარმოშობის, განვითარებისა და გავრცელების ისტორია უძველესი ეპოქიდან დღემდე.

გოტიე ჰენი საფრანგეთიდან - Sputnik საქართველო
გოტიე ჰენი: სამი სახის დამწერლობა — და ეს მაშინ, როცა ზოგ ენას ერთიც არ გაჩნია

Google ასევე ეხება ქართული გამომცემლობის ისტორიას და ისტორიულ პიროვნებებს, რომლებმაც ამ მხრივ საკვანძო როლი შეასრულეს. სტატიას თან ერთვის ისტორიული დოკუმენტების, ფრესკებისა და ფოტოების ასლები.

სტატიაში მითითებულია, რომ მასალაზე მუშაობდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, იგივე ხელოვნების სასახლე. კერძოდ, ავტორებს შორის დასახელებული არიან მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, თანამშრომლები მარი ხარაიშვილი, ირაკლი ზამბახიძე და ირინე მოისწრაფიშვილი.

განსაკუთრებულ მადლობას უხდიან არჩილ გელოვანს – მეცენატს, ხელოვნების სასახლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს.

სამსახეობა ქართული ანბანისა, ანუ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა>>

ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. მან განვითარების სამი საფეხური გაიარა:

  • მრგვლოვანი, ანუ ასომთავრული;
  • კუთხოვანი, ანუ ნუსხური (ზოგჯერ ნუსხა-ხუცურითაც ცნობილი),
  • და მხედრული, რომლითაც დღეს ვწერთ და ვკითხულობთ.
ყველა ახალი ამბავი
0