თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქართული ანბანის გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში ოთხშაბათს გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიება ერთი კვირა გაგრძელდება.
იუნესკომ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული დამწერლობის სამი სახეობა შეიტანა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი).
ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. მან განვითარების სამი საფეხური გაიარა:
• მრგლოვანი, ანუ ასომთავრული;
• კუთხოვანი, ანუ ნუსხური (ზოგჯერ ნუსხა-ხუცურითაც ცნობილი),
• და მხედრული, რომლითაც დღეს ვწერთ და ვკითხულობთ.