ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსმა მეცნიერებმა ნარჩენებისგან ენერგიის მისაღებად საუკეთესო კატალიზატორი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიელექტროსადგური მოსკოვში
ელექტროსადგური მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარჩენებისგან ენერგიის მიღება შესაძლებელია ორეტაპიანი პროცესის მეშვეობით. პირველ ეტაპზე ნარჩენები გაზის ფაზაში გადადის.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსმა მეცნიერებმა დაადგინეს კატალიზატორის შემადგენლობა, რომელიც გაცილებით ეფექტურად აჩქარებს ნარჩენებისგან ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა მეთოდით მიღების პროცესს. ნაშრომის შედეგები, რომელიც, შესაძლოა, მრეწველობაში დაინერგოს, გამოქვეყნებულია პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალში „Catalysis Letters“. 

ნარჩენებისგან ენერგიის მიღება შესაძლებელია ორეტაპიანი პროცესის მეშვეობით. პირველ ეტაპზე ნარჩენები გაზის ფაზაში გადადის. გაზების მიღებული ნაზავი უმთავრესად შედგება СО ნახშირბადის მონოქსიდისგან, წყალბადისა და წყლის ორთქლისგან. მეორე ეტაპზე ეს ნაზავი იწვის ე.წ. კატალიზურ რეაქტორში.

ფორუმი „არქტიკა — დიალოგის ტერიტორია“ - Sputnik საქართველო
ფინეთი და რუსეთი არქტიკაში თბოელექტროსადგურების მოდერნიზებას გეგმავენ

ასეთი მეთოდისთვის ყველაზე პერსპექტიული არის კატალიზატორი, რომელიც რკინისა და ალუმინის ოქსიდებისგან - Fe2О3+Al2О3 - შედგება და რომლის აქტივობაც საგრძნობლად იზრდება CuO სპილენძის ოქსიდის დამატებისას. ამ კატალიზატორის სრულყოფის მიზნით აუცილებელია კატალიზაციის პროცესის მექანიზმისა და სპილენძის ოქსიდის დამატებით გამოწვეული მისი აქტივობის გაძლიერების მიზეზის გარკვევა.

ნაციონალური კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების კატალიზის ინსტიტუტისა და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად გამოიკვლიეს კატალიზატორისა და CО ნახშირბადის მონოოქსიდის ურთიერთქმედების პროცესში ამგვარი აქტივობის ბუნება. კვლევა ჩატარდა რენტგენის სპექტროსკოპის მეთოდის გამოყენებით.

„ეს მეთოდი ეფუძნება რენტგენული გამოსხივების შთანთქმის კოეფიციენტის გაზომვას. XANES მეთოდი ყველა ტიპის ცალკეული ატომის მიკროსტრუქტურის გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა. ექსპერიმენტული სპექტრის ანალიზიდან შესაძლებელია ლითონის ატომების ქიმიური მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება“, - განუმარტეს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–ის კვლევით ინსტიტუტში.

როგორც აღმოჩნდა, კატალიზატორში სპილენძის აღდგენის პროცესი რკინის აღდგენის პროცესზე გაცილებით კარგად მიმდინარეობს. სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ კატალიზატორი, რომელიც შეიცავს 5% CuO-ს, 78% Fe2О3-ს და 17% Al2О3-ს, უფრო აქტიურია.

მკვლევარების სიტყვებით, ასეთი კატალიზატორი არც ისე ძვირია, რაც მომავალში მრეწველობაში მისი გამოყენების საშუალებას იძლევა. მაგალითად, საწვავის წვა ამ კატალიზატორის მდუღარე ფენაში შეიძლება გახდეს ენერგიის მიღების ერთ-ერთი პერსპექტიული მეთოდი. უპირობო უპირატესობაა ასევე შემოთავაზებული ტექნოლოგიის მაღალი ეკოლოგიური უსაფრთხოება: ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც წვის პროცესში წარმოიქმნება, მინიმუმამდე მცირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0