ფინეთი და რუსეთი არქტიკაში თბოელექტროსადგურების მოდერნიზებას გეგმავენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფორუმი „არქტიკა — დიალოგის ტერიტორია“
ფორუმი „არქტიკა — დიალოგის ტერიტორია“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო არქტიკული ფორუმი „არქტიკა — დიალოგის ტერიტორია“ ერთ-ერთი მთავარი სარბიელია მსოფლიო მასშტაბით არქტიკის რეგიონის პრობლემებისა და პერსპექტივების განსახილველად.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ფინეთი იმედოვნებს, რომ მალე რუსეთთან ერთად არქტიკის რეგიონში თბოელექტროსადგურების მოდერნიზაციის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებს, რათა შეამციროს გავლენა, რომელსაც ქვანახშირის ჭვარტლი კლიმატის გლობალური დათბობისა და ყინულის დნობის პროცესებზე ახდენს, განაცხადა რუსეთის ფედერაციაში ფინეთის გენერალურმა კონსულმა ანნე ლამილამ. 

თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააგებენ

„ჭვარტლით დაფარული მიწა არ ირეკლავს მზის შუქს, რაც აჩქარებს კლიმატის პოტენციურ დათბობას. ეს საკითხი მუდმივად იხილება რუსეთ-ფინეთის ოფიციალური წრეების შეხვედრებზე. ფინეთი დაინტერესებულია რუსეთის არქტიკული რეგიონებით და საერთაშორისო თანამშრომლობით საკითხზე, რომელიც ეხება თბოელექტროსადგურებში ქვანახშირის ჩანაცვლებას ბუნებრივი ხის საწვავით ან ბუნებრივი აირით. ვიმედოვნებ, ეკოლოგიური ინიციატივების ფარგლებში ჩრდილოეთის მხარეში თბოელექტროსადგურების მოდერნიზაციის სფეროში მოხერხდება კონკრეტული ერთობლივი პროექტების ამოქმედება“, — აღინიშნა ლამილამ ჩრდილოეთ ფორუმის გუბერნატორების მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან განაცხადა, ფინეთს სურს, რომ არქტიკა სიცოცხლისუნარიანი და კეთილმოწყობილი ტერიტორია იყოს.

„მოხარული ვართ, რომ არქტიკული რეგიონების განვითარებას რუსეთიც პრიორიტეტულად მიიჩნევს. არქტიკული რეგიონების განვითარების მიზნით დაგეგმილი გვაქვს, მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ რუსეთის ხელისუფლებასთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან თუ კომპანიებთან“, — დასძინა კონსულმა.

საერთაშორისო არქტიკული ფორუმი „არქტიკა — დიალოგის ტერიტორია“, რომელიც პეტერბურგში 9-10 აპრილს ჩატარდა, ერთ-ერთი მთავარი სარბიელია მსოფლიო მასშტაბით არქტიკის რეგიონის პრობლემებისა და პერსპექტივების განსახილველად.

 

ყველა ახალი ამბავი
0