საქართველოში კიდევ ერთ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააგებენ

© photo: Irakli Garibashvili / FBთბოელექტროსადგური
თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკის სამინისტრო პროექტს „უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის“ მქონედ აფასებს და აცხადებს, რომ „მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული თბოსადგურების მშენებლობა პრიორიტეტს წარმოადგენს“.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. გარდაბანში კომბინირებული ციკლის კიდევ ერთი თბოელექტროსადგური აშენდება, რომლის დადგმული სიმძლავრე 230 მვტ იქნება. ახალი სადგური ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.

„საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის ხელი მოეწერა გარდაბანში 230 მვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისა (იმპლემენტაციის) და, აგრეთვე, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-სა და China Tianchen Engineering Corporation-ს შორის გარდაბანში 230 მვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვისა და მშენებლობის (Engineering Procurement Construction) ხელშეკრულებას, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
რუსეთმა, საქართველომ, სომხეთმა და ირანმა ენერგეტიკის „საგზაო რუკას“ მოაწერეს ხელი

შერეული ციკლის თბოელექტროსადგური ელექტროენერგიას ერთის ნაცვლად ორი წყაროდან იღებს: ენერგია ტურბინაში ბუნებრივი გაზის წვით გამომუშავდება — როგორც რეაქტიულ ძრავში. სწორედ რეაქტიული ძრავის გამონაბოლქვი გამოიყენება ორთქლის წარმოსაქმნელად და ენერგიის გამოსამუშავებლად. ტურბინები და ელექტროგენერატორები ენერგიის ორივე წყაროს მეშვეობით მოდის მოძრაობაში და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ენერგეტიკის სამინისტრო პროექტს „უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის“ მქონედ აფასებს და აცხადებს, რომ „მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული (ორთქლ-აირტურბინული) თბოსადგურების მშენებლობა პრიორიტეტს წარმოადგენს“.

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა მთლიანად „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებიდან და აგრეთვე ჩინური ბანკების სახსრებით დაფინანსდება.

ყველა ახალი ამბავი
0