ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„არქტიკული“ საერთაშორისო სტანდარტების შესამუშავებლად რუსეთში ღია მოედანი იქმნება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში„არქტიკული სტანდარტები“
„არქტიკული სტანდარტები“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა უკვე დაწყებულია მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ღია მოედნის შექმნა განსაკუთრებული, „არქტიკული“ სტანდარტების შესამუშავებლად აუცილებელია მასობრივ წარმოებაში ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვის მიზნით, განაცხადა „როსსტანდარტის“ ხელმძღვანელმა საერთაშორისო ფორუმზე „არქტიკა - დიალოგის ტერიტორია“. 

ფორუმი „არქტიკა — დიალოგის ტერიტორია“ - Sputnik საქართველო
ფინეთი და რუსეთი არქტიკაში თბოელექტროსადგურების მოდერნიზებას გეგმავენ

„არქტიკული სტანდარტები“ მომზადდება და განიხილება ციფრული გარემოს დარგობრივ ექსპერტებთან ერთად. ამასთან, სტანდარტიზაციისთვის შემოთავაზებული, მათ შორის, ბიზნესში უკვე აპრობირებული გადაწყვეტილებები საგრძნობლად დააჩქარებს მასობრივ წარმოებაში პერსპექტიული ტექნოლოგიების დანერგვას“, - აღნიშნა მან სესიაზე - „ხელმისაწვდომი არქტიკა: სტანდარტები, უსაფრთხოება, ეკოლოგია“.

მისი სიტყვებით, ასეთი დოკუმენტების შექმნის ვადები ჩვეულებრივ სტანდარტებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდება მათი შემუშავების ახალი ფორმატისა და ბიზნესის წარმომადგენელ ექსპერტთა აქტიური მონაწილეობის ხარჯზე.

„პრიორიტეტულ სტრატეგიულ ამოცანად დასახული გვაქვს სტანდარტიზაციის ეკოსისტემების შექმნა. ასეთი ეკოსისტემა არა მარტო გააფართოებს ნაციონალურ სისტემას და მოიცავს საუკეთესო კორპორატიულ პრაქტიკასა თუ ტექნოლოგიებს, არამედ უზრუნველყოფს რუსი ექსპერტების მონაწილეობას საერთაშორისო სტანდარტიზაციაში. „არქტიკული“ სტანდარტების შესამუშავებლად მოედნის შექმნა ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - დასძინა „როსსტანდარტის“ ხელმძღვანელმა.

უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა უკვე დაწყებულია მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად. ექსპერტებთან ერთად ჩამოიწერება იმ დარგების ჩამონათვალი, რომლებშიც ასეთი სტანდარტების გამოყენება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, და ტექნოლოგიების ნუსხა, რომლებიც, პირველ რიგში, „პოლარულ“ სტანდარტებში უნდა აისახოს.

როგორც მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ამბობს, არქტიკის პირობებში მუშაობისთვის გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ნავთობკომპანიების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, სამშენებლო, თევზის რეწვისა და სხვა დარგების მხრიდან.

„ჩვენ უნდა მოვარგოთ არსებული მოთხოვნები არქტიკისა და ანტარქტიკის მკაცრ პირობებს. ეს გახსნის ტექნოლოგიური კოოპერაციის ერას იქ, სადაც აქამდე არ არსებობდა თამაშის გარკვეული წესები. მათ შორის, გაამყარებს რუსეთის პოზიციებს რეგიონისთვის კონკურენტულ ბრძოლაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც „როსსტანდარტში“ ვარაუდობენ, ახალ სტანდარტებში გაერთიანდება მკაცრ პოლარულ პირობებში მუშაობისთვის აუცილებელი ტექნოლოგიები. მათ შორისაა - დაბალ ტემპერატურაზე მოწყობილობის გამძლეობის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები, კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ქსელის ინფრასტრუქტურა, ვირტუალური რეალობის და VR-მოდელირების ტექნოლოგიები.

 

ყველა ახალი ამბავი
0