პრემიერი: საქართველო მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა გახდეს

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მსოფლიო რეიტინგების მიხედვით რეგიონში მოწინავე პოზიციებს იკავებს, მაგრამ, ხელისუფლების თვალსაზრისით ეს საკმარისი არ არის

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ ქვეყანა მსოფლიო0 რეიტინგებში ლიდერი ქვეყნების სამეულში მოხვდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გამოსვლის შემდეგ.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველო ეკონომიკური განვითარებისთვის შეაქო >>

საქართველო სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით რეგიონის ლიდერად მიიჩნევა. მაგალითად, ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყანა მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს, კანონის უზენაესობის მიხედვით - 41-ეს და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში - პირველს. რეიტინგში „მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები-2019“ საქართველო მსოფლიოში 49-ე და რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.

„გეტყვით ჩვენს მისწრაფებებზე, გვსურს საქართველო ვაქციოთ ბიზნესის, ტურიზმის, ლოჯისტიკის, განათლების ჰაბად. ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოს პოზიციებს რეიტინგებში... ჩვენ მეექვსე ვართ რეიტინგში ბიზნესის კეთების კუთხით. მთავრი მიზანი არის, რომ ყველა რეიტინგის სამეულში ვიყოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერია

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო უკვე იკავებს მოწინავე პოზიციებს რეგიონში და ეს არამარტო მთავრობის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაა.

„თუ გადახედავთ სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა. რა თქმა უნდა, მოტივირებული ვართ, განვაგრძოთ წარმატებული სვლა. გვყავს აქტიური სამოქალაქო სექტორი და მოტივირებულები ვართ, რომ მათთან მჭიდროდ ვიმუშაოთ. როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა არის ჩართული“, - განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს ხელისუფლება ატარებს რეფორმებს ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. ყველაზე წარმატებულად ჯანდაცვის რეფორმა მიიჩნევა. გარდა ამისა, გატარდა რეფორმები დაკრედიტბის, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკისა და მართლმსაჯულების სფეროში. დაგეგმილია კიდევ ერთი რეფორმა - განათლების სფეროში.

ამ დღეებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს საგაზაფხულო სესია ტარდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. ხოლო საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის წევრები მონაწილეობენ ევროპის საბჭოში ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომლებიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება. ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 12 აპრილამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0