ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველო ეკონომიკური განვითარებისთვის შეაქო

© photo : Ministry of Foreign Affairs of Georgia / FB დავით ზალკალიანი და რობერტო აზევედო
დავით ზალკალიანი და რობერტო აზევედო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვმო-ის პრეზიდენტმა რობერტუ აზევედუმ პირობა დადო, რომ საქართველოს მეტად დაეხმარება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს წინსვლა საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-ის რეიტინგში ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს, განაცხადა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) პრეზიდენტმა რობერტუ აზევედუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ჟენევაში.

Fitch Ratings-მა გააუმჯობესა საქართველოს დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში (IDR) „BB-"-დან „BB"-მდე სტაბილური პროგნოზით. სააგენტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მდგრადობას გარე ფაქტორების ზემოქმედებისადმი; დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა მიუხედავად კრიზისისა თურქეთში 2018 წლის ზაფხულში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით კი Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესის აღიარებას. საქართველოს მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა – ეს გახლავთ ის ფაქტორები, რამაც გავლენა იქონია რეიტინგის გაუმჯობესებაზე", – განაცხადა აზევედუმ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვმო-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში Doing Business-2019 საქართველოს მეექვსე ადგილი უკავია.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„საქართველო საუკეთესოა რეგიონში" – პრემიერი ქვეყნის განვითარებით კმაყოფილია

„დღევანდელი ინტეგრირებული ეკონომიკის ფარგლებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გლობალურად ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, რომელიც არის პროგნოზირებადი, მარტივი და საშუალებას აძლევს კომპანიებს მოახდინონ ინტეგრაცია და ააწყონ გლობალური საწარმოო ჯაჭვი", – აღნიშნა აზევედუმ.

მან ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარს კარგი და პროდუქტიული უწოდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. განვიხილეთ ის მიმართულებები, სადაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მეტი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, საქართველოდან ექსპერტებისა და ოფიციალური პირების ვიზიტების ორგანიზებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგზე", – განაცხადა აზევედუმ.

დავით ზალკალიანი ჟენევაში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. ის შეხვდა გაეროს საბჭოს პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა საკითხებში კოლი სეკს, გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდის და ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრს რეტნო მარსუდის, ასევე მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს საბჭოს მე-40 სესიის შეხვედრებში.

ყველა ახალი ამბავი
0