„საქართველო საუკეთესოა რეგიონში" – პრემიერი ქვეყნის განვითარებით კმაყოფილია

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის რეიტინგში დაწინაურდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

Fitch Ratings-მა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მდგრადობას გარე ფაქტორების ზემოქმედებისადმი; დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა მიუხედავად კრიზისისა თურქეთში 2018 წლის ზაფხულში.

„შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ. ეს განპირობებულია ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკით და აქ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ლარიზაციის სტრატეგია", – განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიციები რეიტინგში ქვეყნისთვის ბევრ შესაძლებლობას ხსნის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს

„დღეს ერთადერთი ქვეყანა ვართ ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციების მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გვაქვს ნაკლები რისკები და ეს აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე გაიაფდება", – განაცხადა ბახტაძემ.

ასეთი განლაგება ხელს შეუწყობს საქართველოს მთავარი გამოწვევის – სიღარიბის დაძლევას, აღნიშნა პრემიერმა.

„ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და მივაღწევთ წარმატებას ჩვენს მთავარ სტრატეგიაში – გადავაქციოთ საქართველო რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად", – განაცხადა ბახტაძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების დონით ყველა მეზობელს გაუსწრო

Fitch-ის შეფასება

Fitch-ი თავის ანგარიშში საქართველოს შესახებ მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტის შემცირებას პროგნოზირებს, რადგან ქვეყანაში დაგროვებითი პენსიის სისტემა გაჩნდა. ამას გარდა, სააგენტოს შეფასებით, ინფლაციის დონე შენარჩუნდება ეროვნული ბანკის მიერ პროგნოზირებული 3%-ის დონეზე.

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, ის ნავარაუდევია 4,5-5%-ის დონეზე (ეროვნული ბანკის პროგნოზი) და 5,2%-ზე (საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი), რაც განპირობებულია წარმოების ზრდითა და კაპიტალის დაგროვებით.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0