სკანდალურად ცნობილი ქართველი პოეტი საერთაშორისო პრემიაზე წარადგინეს

© photo: Zviad Ratiani / FBზვიად რატიანი
ზვიად რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოეტი ზვიად რატიანი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში პოლიციელებთან დაკავშირებული სკანდალური ისტორიის შემდეგ მოხვდა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ქართველი პოეტი ზვიად რატიანი ნომინირებულია საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე „თავისუფლების ევროპელი პოეტი" (European Poet of Freedom Award), ნათქვამია ამ პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა>>>

რიგით მეექვსე საერთაშორისი ლიტერატურული ფესტივალი და კონკურსი პოლონეთის ქალაქ გდანსკში 2020 წლის მარტში გაიმართება. პრემია გადაეცემათ ევროპაში მცხოვრებ პოეტებს, რომლებიც საკუთარ შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობენ თავისუფლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებს.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ქართველი მწერალი ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზეა ნომინირებული

მწერლებითა და კრიტიკოსებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელსაც პოლონელი პოეტი კშიშტოფ ჩიჟევსკი თავმჯდომარეობს, ქართველი პოეტი სხვადასხვა ქვეყნის რვა ნომინანტს შორის დაასახელა.

რატიანთან ერთად პრემიაზე ნომინირებული არიან პოეტები ირლანდიიდან, მალტიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, ლუქსემბურგიდან, მონტენეგროდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან.

პრემიაზე „თავისუფლების ევროპელი პოეტი" რატიანი ნომინირებულია თავისი ბოლო პოეტური კრებულისთვის „შენთვის შეიძლება" (Only You Are Allowed).

რით არის ცნობილი რატიანი

ზვიად რატიანი 1971 წელს თბილისში დაიბადა. პოეზიაში მისი დებიუტი 1992 წელს შედგა. რატიანი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია. მისი პოეზია თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ და სხვა ენებზე. არის ქართული ლიტერატურული პრემია „საბას" მრავალგზის ლაურეატი.

შეხსნილი ხელბორკილი - Sputnik საქართველო
პოეტი ზვიად რატიანი ხელწერილით გაათავისუფლეს

რატიანი ასევე თარგმნის ინგლისურ და გერმანულ პოეზიას ქართულ ენაზე. მისი წყალობით ქართველი მკითხველი გაეცნო ცნობილი პოეტების შემოქმედებას, მათ შორის ტომას სტერნზ ელიოტის, რობერტ ფროსტის, რაინერ მარია რილკეს, პაულ ცელანის.

2017 წელს რატიანი საქართველოში სკანდალში გაეხვა. პოეტი შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა 25 დეკემბერს, საღამოს გააჩერა ორდღიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში. პოეტის მტკიცებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგად იგი დროებითი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, მეორე დღეს კი გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციელების მიმართულებით უცენზურო ლექსიკას იყენებდა. საბოლოოდ სასამართლომ პოეტი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამ დროისთვის რატიანი ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ცხოვრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0