პოეტი ზვიად რატიანი ხელწერილით გაათავისუფლეს

CC0 / Pixabay / შეხსნილი ხელბორკილი
შეხსნილი ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატიანი პოლიციას ცემასა და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს: დასრულებული რეიდები და ასზე მეტი დაკავებული

ზვიად რატიანი 23 დეკემბერს, საღამოს 18:00 საათისთვის თამარ მეფის გამზირზე დააკავეს  საპოლიციო კონტროლის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თავად რატიანის განცხადებით, მისი დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა.

„ვიყავი მსუბუქად ნასვამი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე რაც გავიგე, შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რვა სამართალდამცველი მირტყამდა, ძირითადად თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. ყელში მიჭერდნენ, მეც ვუწევდი წინააღმდეგობას. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება. როცა მიმიყვანეს დაკავების იზოლატორში, აქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა“, — განაცხადა პოეტმა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ. 

რატიანის ადვოკატის, ანა ნასრაშვილის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახესა და კიდურებზე დაზიანებები მართლაც აღენიშნება.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. მათი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა.

დაკავებული - Sputnik საქართველო
ირანის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს

„წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.


ყველა ახალი ამბავი
0