ირანის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს

© AP Photo / Peter Dejongდაკავებული
დაკავებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს 1 კილოგრამამდე ჰეროინი აღმოაჩნდა

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ირანის მოქალაქე თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის 27 წლის მოქალაქე საქართველოს მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები სისტემატურად შემოჰქონდა და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს (განსაკუთრებით დიდი ოდენობით არაერთგზის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0