თბილისში ეკოლოგიის გადასარჩენად გრანდიოზული პროექტის - ეკო-ჰოლდინგის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკო-ჰოლდინგი აერთიანებს ყველა იმ კომპანიას, რომლის საშუალებითაც მთელი საქართველო თანდათანობით ელექტრომობილებზე გადავა

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საქართველოში პირველი ინდუსტრიული ჰოლდინგ Aigroup-ის პომპეზური პრეზენტაცია, რომლის მიზანს გარემოს დაცვა წარმოადგენს, თბილისში ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ჰოლდინგი აერთიანებს ოთხ კომპანიას: AiCar, Aienergy, Aipower და Aiprodaction.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება

AiCar წარმოადგენს ქარშეარინგს. თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსდება ელექტრომობილები, რომლის დაქირავება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

Aienergy დაკავდება ელექტრომობილებისთვის დასატენი სადგურების, მათ შორის სწრაფი დატენვის სადგურების დამონტაჟებით.

Aipower დაიწყებს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და თბილისში მზის ელექტროსადგურების მშენებლობას.

საქართველოში პირველი ელექტრომობილების გამოშვებას ჩინური კომპანია დაიწყებს >>

Aiprodaction სთავაზობს ქართული ბრენდის ელექტრომობილების წარმოებას. Aiprodaction-თან პარტნიორობით ჩინური კომპანია Changan Automobile ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანას ააშენებს. მანქანები იქნება განკუთვნილი როგორც შიდა ბაზრისთვის, ისე ექსპორტზე ევროკავშირში.

„რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი მთავრობის ხედვა მწვანე ეკონომიკასთან და მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს ავიღეთ ვალდებულება, რომ წლობით დაგროვილ ეკოლოგიურ პრობლემებს გადავჭრიდით და სწორედ მწვანე ეკონომიკა გახდებოდა ჩვენი ეროვნული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. საქართველოს აქვს ორი სიმდიდრე – პირველი ეს არის ჩვენი საზოგადოება და მეორე – ეს არის ჩვენი უნიკალური ბუნება“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ამოცანა ქვეყნის ეკოლოგიის შენარჩუნებაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ გარემოს დაცვის ახალი კონცეფცია წარადგინა

„დიახ, ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში და ამავე დროს ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები. უფრო მეტიც, როგორ გახდეს საქართველო მოწინავე ქვეყანა თავისი მწვანე ეკონომიკით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„მწვანე ეკონომიკის“ ძირითად მიზანს წარმოადგენს გარემოს დაცვა ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების და ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.

ადრე პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვით შემდგომი ათი წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება. შესაბამისად, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ასეთ მოკლე ვადებში ამ ამოცანის შესრულებას შეძლებს.

პრემიერი: სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა >>

საქართველოში 2017 წლის იანვრიდან გაიზარდა იმპორტის აქციზი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0