მამუკა ბახტაძემ გარემოს დაცვის ახალი კონცეფცია წარადგინა

© photo: Mamuka Bakhtadze / FBსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცეფციის მთავარ მიზანს ეკოლოგიის კუთხით საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება წარმოადგენს

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. როგორი უნდა იყოს საქართველოს „მწვანე ეკონომიკა“ — პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოს ახალი სამთავრობო კონცეფცია წარადგინა.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები საქართველოში >>

„მწვანე ეკონომიკის“ ძირითად მიზანს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვა წარმოადგენს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ახლებურად ცხოვრება უნდა დაიწყოს — დაიცვას გარემო, რათა შემდგომში მიიღოს სუფთა წყალი, საკვები, ჰაერი, გარემო და ძლიერი ეკონომიკა.

„ჩვენს ქვეყანას ორი სიმდიდრე გააჩნია. პირველი — ეს არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ადამიანები და მეორე — ეს არის ჩვენი ბუნება. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი მთავრობის ხედვას გარემოს საკითხთან დაკავშირებით, ანუ „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიას“, — განაცხადა ბახტაძემ.

საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, აღნიშნა ბახტაძემ და დაამატა, რომ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტური პროგრამები უნდა შეიქმნას.

შემოდგომა სვანეთში - Sputnik საქართველო
სუნთქვა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურებას ომს უცხადებს

თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის კერძო სექტორს დაუდგენენ კონკრეტულ ვალდებულებებს და რეკომენდაციებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ქვეყანაში. 1 აგვისტოდან საქართველო ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას დაიწყებს.

ბახტაძემ ასევე დააანონსა სპეციალური ვებ-პორტალის შექმნა, რომლითაც მოქალაქეები ონლაინ-რეჟიმში კონკრეტულ ლოკაციებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

გარემოს საკითხებში ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება მთავრობის ახალი კონცეფციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს. ბახტაძის თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომლის დახმარებით მთავრობა ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას უფრო ოპერატიულად შეძლებს.

ეტაპობრივად დაიწყება ამორტიზებული ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება. 2018-2019 წლებში ყვითელი ავტობუსები აღარ დარჩება. ქვეყანა თანდათანობით ელექტროავტობუსებზე გადავა.

„ისუნთქე სიცოცხლე" – საფრთხე თბილისის ქუჩებში >>

მთავრობის მეთაური ასევე საავტომობილო საწვავის ხარისხის ევროსტანდარტებთან მიახლოების საკითხს შეეხო. მისი თქმით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველო მიაღწევს ევრო-4-ის სტანდარტს, შემდეგ კი ევრო-5-ის. ეს ნიშნავს, რომ საწვავში გოგირდის შემცველობა იქნება ათჯერ ნაკლები, ვიდრე ეს ახლა არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0