როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის

© Pixabay / Wokandapixგამოცდებისათვის მომზადება
გამოცდებისათვის მომზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რჩევებს, როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის.

წინასაგამოცდო კოშმარი და დარჩენილი საკითხების ბოლო დღეს მოსწრების მცდელობა ჩემთვისაც ნაცნობია. უძილო ღამეები, შფოთვა, გაღიზიანება, უმადობა, გახშირებული პულსი, თავის ტკივილი გამოცდის წინ, შიშის ტიპური გამოვლინებაა. მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ და გამარჯვებისთვის მოემზადოთ. იმავეს განიცდიან მომავალი მძღოლები მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის წინ, ახალბედა ქირურგები პირველი დამოუკიდებელი ოპერაციისას და მსახიობებიც სცენაზე დებიუტისას.

სასურველია ყველამ გავითვალისწინოთ, რომ შიშის დასაძლევად გამოყენებული მედიკამენტები არა მხოლოდ დაგამშვიდებთ, არამედ იმავდროულად „დაამუხრუჭებს“ აზროვნების პროცესს. ყველაზე სწორი გამოსავალია „თავ კონტროლი გავუწიოთ“ და ჩვენი შიშები ჩვენთვის შევინახოთ.

ის, რაც იმ ავადსახსენებელ წელს მამხნევებდა და მახსენდება, თუ დავასათაურებ, ჩემთვის პირველი იქნება:

საოფისე სამსახური - Sputnik საქართველო
როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, ანუ პირველი შთაბეჭდილების ორჯერ მოხდენა შეუძლებელია

სწავლა ბევრს ნიშნავს, წახალისება კი – ყველაფერს

მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევდა სურვილს – შედეგისთვის მიმეღწია. ყველა მოტივი იყოფა ორ კატეგორიად: შინაგანი და გარეგანი. თუ გარეგანი მოტივები (შექება, წახალისება და ა.შ.) არ იძლევა დადებით შედეგებს, მაშინ საჭიროა საქმეში ჩავრთოთ შინაგანი მოტივები. აუცილებელია გავიაზროთ, თუ რისთვისაა საჭირო გამოცდებისთვის მომზადება, რა დადებით შედეგს მოგვიტანს გამოცდის წარმატებულად ჩაბარება და რა მნიშვნელობა აქვს მას. მაგრამ გვაქვს პერიოდი, როცა უბრალოდ დაიღალე და ფიქრობ: ღირს ამდენ წვალებად და კარჩაკეტილ დღეებად ერთი დიპლომი? თუმცა, ისიც მართალია, რომ მუდამ შეუძლებელი გეჩვენება, სანამ არ გააკეთებ. ამ დროს საკუთარ თავთან მარტო არ უნდა დარჩე და ამიტომ შემდეგს დავასათაურებდი:

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
როგორ გავიგოთ ადამიანი შეყვარებულია თუ არა... გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი

თქვენ მარტო არ ხართ – თქვენ გუნდი ხართ

თუ თქვენთვისაც ოთხ კედელში მარტო მეცადინეობა ნამდვილი ჯოჯოხეთია, სამოთხის მოწყობა რთული არ არის – იმეცადინეთ იმ ადამიანებთან, ვინც თქვენთან ერთად აბარებს გამოცდებს და უყვარს ურთიერთობა. იმისთვის, რომ გუნდი ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მისი წევრები შეთანხმებულად უნდა განსაზღვრავდნენ და იზიარებდნენ გუნდის მისიას, თუ რისთვის არსებობს ის. კარგი იდეაა მეგობრებთან ერთად მეცადინეობა. ერთმანეთს ხელს შეუწყობთ სწავლაში და საკითხებს ხმამაღლა განიხილავთ. ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ დროის ფასი, ანუ დროის მენეჯმენტი აქაც მნიშვნელოვანია:

8 მარტი თბილისში - Sputnik საქართველო
რა სურთ ქალებს? – სიყვარული რომ წვრილმანებზე არ იფანტებოდეს…

დროის მენეჯმენტი

ერთადერთი რესურსი, რომელსაც ყველა ადამიანი თანაბრად ფლობს, ეს დროა. მის წინაშე ყველა ერთნაირია – ბანკირი, დიასახლისი, მენეჯერი, მღვდელი და ადამიანი, რომელიც გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ისაა, თუ ვინ როგორ გამოიყენებს ამ დროს. თუმცა, გეგმაში გაითვალისწინეთ დასვენებისთვის განკუთვნილი დროც. არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია 24 საათის განმავლობაში რაღაცის სწავლა. ორი საათი დღეში უნდა გქონდეთ განკუთვნილი საყვარელი საქმიანობისთვის – მუსიკა, კინო, მეგობრები, სპორტი… მიზნად დაისახე, რომ არასოდეს გახდე ზარმაცი. არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება დროის ნაკლებობას უჩიოდეს, თუ იგი არ კარგავს მას. მშვენიერია ფიქრი იმაზე, თუ რამდენი რამის კეთებას შევძლებდით, მუდამ დროს რომ არ ვკარგავდეთ. ამის შემდეგ უკვე სხვა რამეზე ფიქრობ – მუდმივი ხომ არაფერია:

ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
ვინც სამსახურს ეძებს: როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი

შეახსენე საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი მუდმივი არ არის

გამოცდებისთვის სწავლა შეიძლება მოგვეჩვენოს დაუსრულებლად, მაგრამ მას ბოლო აქვს. შეახსენე ეს საკუთარ თავს, როცა უმოტივაციოდ და გადაღლილად გრძნობ თავს. იმის თქმა, რომ „ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება“, დაგეხმარება კონცენტრირდე გვირაბის ნათელი ბოლოსკენ. ოცნებები კი თავისით არ სრულდება. ასე რომ... თქვენ ეს გინდათ? მაშასადამე თქვენ ეს გექნებათ!

სკოლის პერიოდიდან მოყოლებული სიტყვა „გამოცდა“ ჩემში ყოველთვის უარყოფით ემოციას იწვევდა და ამიტომ გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გადავწყვიტე ჩამენაცვლებინა „გამოწვევად“, რომელიც იქნებოდა ჩემი თავის კიდევ ერთხელ შემოწმება, თუ როგორ უნდა მიხვიდე იდეალურ „მე“-მდე...

იცით, ეს დამეხმარა!

...ან კიდევ, რა საჭიროა ამდენი საუბარი. გადაშალეთ  ჟურნალი Forbes და მოძებნეთ თქვენი გვარი. ვერ იპოვეთ? მაშინ წადით და იმეცადინეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0