თბილისის გრან-პრი: კვარცხლბეკზე კვლავ ქართველი ძიუდოისტია

© Sputnik / STRINGERტატო გრიგალაშვილი. თბილისის გრან-პრი
ტატო გრიგალაშვილი. თბილისის გრან-პრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა საფრანგეთის წარმომადგენელ ალფა უმარ ჯალოს სძლია

ბილისი, 30 მარტი - Sputnik. თბილისის გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა საფრანგეთის წარმომადგენელ ალფა უმარ ჯალოს სძლია. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა და ბრინჯაოს ჯილდოს ბედი დამატებით დროში გადაწყდა. ფრანგი პასიურობდა, რისთვისაც სამი გაფრთხილება მიიღო. საბოლოო ჯამში გრიგალაშვილი გამარჯვებულად გამოცხადდა.

საქართველომ თბილისის გრან-პრიზე მეხუთე მედალი მოიპოვა >>

მეორე ბრინჯაო ამ წონით კატეგორიაში კანადელმა ანტუან ფორტიემ მოიპოვა, ხოლო გამარჯვებული გახდა IJF-ს რეიტინგის მესამე ნომერი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი.

გიორგი თუთაშვილი და ტალ ფლიკერი - Sputnik საქართველო
სენსაციამდე ერთი ნაბიჯი: თბილისის გრან–პრი ძიუდოში

ამგვარად, გრიგალაშვილის ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისთვის თბილისის გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს რიგით მეორე გახდა (მანამდე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვალერი იაშვილმა (-73 კგ),  ტურნირზე კი ეს უკვე მეექვსე მედალია.

შაბათს ასევე მედლების ორი კომპლექტი ქალთა შორის გათამაშდა. 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ჰოლანდიელი სანე ვერმერი, ხოლო 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პორტუგალიელი ბარბარა ტიმო ავიდა.

თბილისის გრან-პრის დასკვნით დღეს მამაკაცებში უძლიერესი გამოვლინდება სამ წონით კატეგორიაში: -90 კგ, -100 კგ და +100 კგ, ხოლო ქალთა შორის ორ კატეგორიაში: -78 კგ და +78 კგ.

ყველა ახალი ამბავი
0