ქართველი ძიუდოისტი ორი თვით დისკვალიფიცირებულია

© AFP 2024 / Wojtek Radwanskiგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერის გურამ თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზები განმარტა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და თბილისის გრან-პრის გამოტოვებს, რომელიც 29 მარტს იწყება, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მიიღო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ გურამ თუშიშვილმა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში მყოფ ძიუდოისტებს ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილის ორთვიანი დისკვალიფიკაციის ათვლა 25 მარტიდან დაიწყო.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ რეგლამენტის ამ პუნქტის შესახებ იცოდა. უფრო მეტიც, IJF-ს მიერ 2014 წელს ამ დადგენილების მიღებამდე ეროვნული ფედერაციის რეგლამენტში იყო ანალოგიური პუნქტი.

თუშიშვილის შემთხვევაში საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოისტის კურაშის ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ყაზახეთში ტურნირზე ქართველი სპორტსმენი დამოუკიდებლად გაემგზავრა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს>>

ორთვიანი დისკვალიფიკაციის გამო თუშიშვილი, თბილისის გრან-პრის გარდა, ასევე გამოტოვებს ანალოგიურ ტურნირებს ანტალიაში (თურქეთი) და ხუხ-ხოტოში (ჩინეთი), ასევე „დიდ სლემს" ბაქოში.

თუშიშვილი სარბიელს ივნისში მინსკში დაუბრუნდება, სადაც „ევროპის თამაშები 2019“-ის ფარგლებში 22-25 ივნისს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატიც გაიმართება.

„ამაყი ვარ!“ - პრემიერი ბახტაძე ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა>>

გასულ სეზონზე IJF-მა თუშიშვილი საუკეთესო ძიუდოისტად აღიარა, რისთვისაც სპორტსმენმა ბონუსის სახით 50 ათასი დოლარის მიიღო. ქართველი სპორტსმენი 2018 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მოიგო ორი ტურნირი გრან-პრის სერიიდან (თბილისსა და ზაგრებში), ასევე ჩინეთში გუანჯოუს „მასტერსის" გამარჯვებული გახდა.

ამჟამად თუშიშვილი 100 კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია და თავის აქტივში 7,257 ქულა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0