ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: Georgian Judo Federation / FBგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა. პირელი ორი ადგილი სამხრეთ კორეისა და იაპონიის გუნდებს ერგო

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა. ჩემპიონატი ამ დღეებში ბაქოში მიმდინარეობს.

100 კილოგრამს ზევით წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა შეჯიბრების ფინალში უშანგი კოკაურს (აზერბაიჯანი) სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე იპონით წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი მძიმეწონოსნისთვის ეს ოქროს მედალი მსოფლიო პირველობაზე პირველია.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრება სამი მედლით დაასრულა. უფრო ადრე ვერცხლი ვარლამ ლიპარტელიანმა (–100) მიიღო, ხოლო ბრინჯაი ამირან პაპინაშვილს (–60) ერგო.

თუშიშვილის გამარჯვების წყალობით, საქართველოს ნაკრები ზოგადგუნდურ მედლების ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და წინ გაუშვა სამხრეთ კორეისა და იაპონიის გუნდები.

ჩემპიონატი ბაქოში 27 სექტემბერს გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0